მწვანულა (თევზი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მწვანულა (ტუჩიანი) – Grenilabrus tinca (Linne)

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: ქორჭილასნაირნი
ოჯახი: მწვანულასებრნი
სახეობა: მწვანულა

თევზის სახეობა მწვანულების ოჯახისა. ლაყუჩის პირველ რკალზე 13-14 ჩხირია დინგი გრძელია და მსხვილი ხორციანი ტუჩებითაა აღჭურვილი. ყბებზე ერთ მწკრივად განლაგებული პატარა კონუსისებური კბილებია. ხახის ქვედა ძვლები ურთიერთთან შეზრდილია და მასზე მსხვილი ბორცვისებური კბილები სხედან. ლაყუჩის წინა სახურავ ძვალზე ქერცლების 4–5 რიგია, ლაყუჩის საკუთრივ სახურავი ძვალი მთლიანად ქერცლითაა დაფარული. მას მუქი ლაქა არა აქვს. მუქი ლაქა, ჩვეულებრივ, მკერდის ფარფლის ფუძის ზემოთ და კუდის ღეროს შუაშია მოთავსებული, შეფერილობა თვალსაჩინოდ ცვალებადია. მრავალრიცხოვანი ლილისფერი და სისხლისფერი წითელი წინწკლებით გვხვდება. მკაფიო მწვანე ფონიდან შეიძლება სწრაფად გადავიდეს მკრთალ მწვანე და მოწითალო ზოლებად განლაგებულ ფერში.

გავრცელებულია შავ და აზოვის ზღვის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში, ხმელთაშუა ზღვაში და ატლანტის ოკეანის მოსაზღვრე სანაპიროების გასწვრივ ჩრდილოეთში ევროპულ სანაბიროებში მწვანულები ნორვეგიამდე გვხვდებიან, საქართველოს ფარგლებში – შავ ზღვაში.

მწვანულა წლის ფსკერის მახლობელ ფენებში ქვებსა და კლდეებს შორის წყალმცენარეებით დაფარულ ადგილებში ბინადრობს, საცხოვრებლად სანაპირო ზოლს ირჩევს, სადაც მთელი წლის განმავლობაში გვხვდება და იქვე იზამთრებს, ან უფრო ღრმად ჩადის და კლდეებისა და ქვების ნაპრალებში გაეჩხირება. ტოფობა მაის-ივნისში სანაპიროებთან ხდება.

ქვირითი ფსკერულია, რომელიც ქვებზე და წყალმცენარეებზე ეკვრება. მისი დიამეტრი 0.75 მმ-ია. სიგრძით 25 –30 სმ-ს და წონით 250 გრამს აღწევს. ჩვეულებრივ კი – 10–15 სანტიმეტრს.

ძირითადად მწვანულა მოლუსკებით იკვებება. დიდი რაოდენობით წვრილ ორსაგდულიან მოლუსკეს ჭამს, რომლებიც საკვების შემადგენლობის 3/4-ს შეადგენენ. მწვანულა მოლუსკას მთლიანად კი არ ყლაპავს, არამედ მას ხახის კბილებით ამსხვრევს, თანაც ნიჟარის ნამსხვრევ ნამცეცებს ამოაფურთხებს და თითქმის წმინდა ხორცს ყლაპავს, – ასე კარგად აქვს მას პირის აპარატის მოწყობილობა შეგუებული კვების ხასიათთან.

მისი კონკურენტებია სხვა სახის მწჟვანულები და მრგვალი ღორჯოებია. მიგრაციას არ ახდენს.

წვანულებს შავი ზღვის სანაპიროებში, ადგილობრივ სარეწაოებში ნაკლები მნიშვნელობა აქვთ. მისი ხორცი არც ისე გემრიელია.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები