ოზალი თურგუთ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თურგუთ ოზალი

თურგუთ ოზალი – (თურქ. Halil Turgut Özal, 13 ოქტომბერი 1927, მალათია, თურქეთი — 17 აპრილი 1993, ანკარა, თურქეთი), თურქეთის სახელმწიფო მოღვაწე, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი (1989-93).

1950 დაამთავრა სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი. შემდეგ ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, მუშაობდა კერძო კომპანიებში. სახელმწიფო სამსახური დაიწყო ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში, მონაწილეობდა თურქეთის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პირველი ხუთწლიანი გეგმის დამუშავებაში. 1967-71 ხელმძღვანელობდა სახელმწიფო საგეგმო ორგანიზაციას. ორი წელი მუშაობდა აშშ-ში, მსოფლიო ბანკში. 1979 დაინიშნა პრემიერ-მინისტრის ეკონომიკურ მრჩევლად, იყო ავტორი ეკონომიკის აღმავლობის პროგრამისა (1980 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება). 1980 წლის სექტემბრის სამხედრო გადატრიალების შემდეგ ჩამოყალიბებულ მთავრობაში დაიკავა პრემიერ-მინისტრის მოადგილისა და სახელმწიფო მინისტრის პოსტი ეკონომიკის საკითხებში, როცა 1983 წლის მაისში გაუქმდა აკრძალვა პოლიტიკურ მოღვაწეობაზე, გახდა „დედა-სამშობლოს პარტიის“ გენერალური მდივანი. 1983 წლის დეკემბრიდან 1989 წლის ოქტომბრამდე იყო პრემიერ-მინისტრი, 1989 წლის 31 ოქტომბერს აირჩიეს პრეზიდენტად.



წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები