ოსტრაკონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოსტრაკონი

ოსტრაკონი – ბერძნული სიტყვაა (ostrakon) და ზღვის ნიჟარას ან თიხის ჭურჭლის ნამსხვრევს ნიშნავს. ეგვიპტოლოგიაში „ოსტრაკონებს“ ეძახიან კირქვის ნამსხვრევებს, რომლებიც საკმაოდ მოსახერხებელ საწერ მასალას წარმოადგენდა. ძალიან ფართო მოხმარება ჰქონდა ოსტრაკონებს სკოლებში, სადაც ეგვიპტელი მოსწავლეები სწორედ ოსტრაკონებზე ვარჯიშით ეუფლებოდნენ რთულ ეგვიპტურ დამწერლობას. სწორედ „სასკოლო ოსტრაკონებმა“, რომლებიც პაპირუსზე გაცილებით უფრო გამძლეა, შემოგვინახა ბევრი ლიტერატურული ნაწარმოები და სხვა მნიშვნელოვანი ტექსტი.




წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები