პათოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პათეტიკური, პათოსი (ბერძნ. pathetikos, pathos – აღგზნება, გატაცება, მღელვარება, მგზნებარება) – აღფრთოვანების, ძლიერი განცდის გამოვლენა, ადამიანის სულიერი სამყაროს უჩვეულო და ამაღლებული ამოქმედება. ნაწარმოების პათოსი – შემოქმედის ძირითადი იდეა, ან ის დიდი გრძნობა, რომლითაც გამსჭვალულია მხატვრული ნაწარმოები.

პათოსი, როგორც ამაღლებული განცდების ექსპრესიული გადმოცემა, უპირატესად დამახასიათებელია როგორც ზეპირი, ორატორული მეტყველებისათვის, ისე პოეტური მეტყველებისათვისაც.

პათოსი ჰეროიკისა და რომანტიკის განუყრელი ნიშანია და პირდაპირ კავშირშია პოეტურ ექსტაზთან. თავისი მარადიული ღირსების გამო, იგი ზოგიერთ თეატრალურ მიმდინარეობებში გადაიქცა მექანიკური მიბაძვის საგნად და ამის გამო შეიძინა სცენური სიყალბის ნიშნები. პათეტიკა მოვლენების და როლის ჭეშმარიტი განცდის შედეგია და ვერ ითმენს მცირეოდენ სიყალბესაც კი. მოდერნიზმისა და პოსტმოდერნიზმის ხანაში პათეტიკას ჩაენაცვლა პოეტური მედიტაცია.


მ. გეგია

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები