პარალელიზმი (ჯაზი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პარალელიზმი – ჰარმონიის პარალელური (საფეხურეობრივი) მოძრაობა; ჯაზური მუსიკის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი, რომლის სათავეა აფრიკული მუსიკა, სახელდობრ – „ლენტური“ მრავალხმიანობა (თანაჟღერადობების პარალელური მოძრაობა). პარალელიზმი არის ერთნაირი სტრუქტურის მქონე აკორდების გადანაცვლება ზემოთ ან ქვემოთ. განარჩევენ ორი სახის პარალელიზმს:
1. ტონალური აკორდების პარალელიზში ე.ი. დიატონურ საფეხურებზე მოძრავი აკორდების პარალელიზმი. ამ შემთხვევაში აკორდებში ცვლილებას განიცდის ინტერვალების ხარისხობრივი მაჩვენებელი, ზოგიერთ შემთხვევაში იცვლება თვითონ ინტერვალებიც.
2. ნახევარტონიანი ანუ ქრომატიული პარალელიზმი, რომელიც გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა საწყისი აკორდი გამოსადეგია შემდეგშიც, თუნდაც ერთი ტაქტის, მანძილზე.