პოლისტილისტიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პოლისტილისტიკა – მოდერნიზმისთვის დამახასიათებელი სტილური მოვლენა, სხვადასხვა მიმდინარეობებისა და მიმართულებების გამომსახველ საშუალებათა შერწყმა-შეერთება.
თანამედროვე მუსიკაში აღნიშნავს ერთ ნაწარმოებში შეუთავსებელი სტილური ელემენტების შეგნებულ გამოყენებას. პოლისტილისტიკის ძირითადი ფორმაა ციტატა, ფსევდოციტატა, ალუზია (მინიშნება). პოლისტილისტიკის სფეროს არ მიეკუთვნება ისეთი მოვლენები, როგორიცაა სხვისი თემა ვარიაციებით (მაგ. ბრამსის „ვარიაციები პაგანინის თემაზე“), ხალხური მელოდიის გამოყენება, ციტატების ზოგიერთი სახეობა (მაგ. კომპ. გრეტრის მელოდია ოპერა „პიკის ქალში“), სტილის არათანაბრობა (ეკლექტიზმი).