რაიონის თავდაცვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რაიონის თავდაცვა – თავდაცვის ხერხი, რომელიც გათვალისწინებულია ნატოს და დასავლეთის ზოგი სახელმწიფოს არმიის წესდებით.
გულისხმობს დაკავებული ზღუდის ან ადგილმდებარეობის რაიონის შეუპოვარ შენარჩუნებას, მოწინააღმდეგის შემოტევის მოგერიებას და მისთვის მაქსიმალური ზარალის მიყენებას. მაგალითად, აშშ-ის არმიაში, მოქმედი დოკუმენტების თანახმად, პოზიციურ თავდაცვას ეწოდება „რაიონის თავდაცვა“ და იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს უმთავრესად ტაქტიკური (ოპერატიულ-ტაქტიკური) მიზნებისთვის სხვადასხვა ძალების მიერ, ქვედანაყოფებიდან შენაერთებამდე.