როდოსის კოლოსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
როდოსის კოლოსი – (ინგლ. Colossus of Rhodes) – მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი. ლეგენდარული მოქანდაკის, ლისიპოსის მოწაფის ქარესის მიერ ძვ.წ. III საუკუნეში კუნძულ როდოსზე აღმართული ბრინჯაოს 32-მეტრიანი ქანდაკება მზის ღვთაების − ჰელიოსის გამოსახულება, რომელიც იმავე საუკუნეში, სულ რაღაც 60 წლის შემდეგ მიწისძვრის შედეგად განადგურდა.