სადეზაქტივაციო ნივთიერებები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სადეზაქტივაციო ნივთიერებები – სამხედრო ტექნიკის, სანივთე ქონების, ნაგებობების, ადგილმდებარეობის და წყლის სადეზაქტივაციო ქიმიური ნივთიერებები.
სადეზაქტივაციო ნივთიერებები ფართოდ გამოიყენება: ზედაპირულ-აქტიური ნივთიერებების (მაგალითად, სულფანოლის), კომპლექსწარმომქმნელი შენაერთების (მაგალითად, ნატრიუმის ტრიპოლიფოსფატი) და სორბენტების (ბუნებრივი თიხა, ხის ნახშირი) საფუძველზე.