საკუთარი მე-ს დარღვევები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საკუთარი მე-ს დარღვევები - „მე“-ს განცდას რამოდენიმე ასპექტი გააჩნია. ის უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ სხეულის შეცნობა. ჩვენ განცდაში გვეძლევა ერთიანობა „მე“-ს სხვადასხვა ასპექტებს შორის; ვიცით, რომ ჩვენი ქმედებები ჩვენვე გვეკუთვინს; ვხედავთ ზღვარს ჩვენსა და გარე სამყაროს შორის და განვიცდით უწყვეტობას ჩვენს წარსულ „მე“-სა და აწმყო „მე“-ს შორის. „მე“-ს ცნება ნაწილობრივ ფარავს სხეულის ხატის ცნებას. თუმცა, ჩვეულებრივ, სხეულის ხატი „მე“-ს ნაწილად განიცდება, მისი განცდა უფრო ობიექტურადაც შეიძლება (მაგ., როდესაც ვამბობთ „ფეხს სტკივა“.) გარკვეული ტიპის ფსიქიკური აშლილობის დროს შეცვლილია “მე”-ს ზოგიერთი ასპექტი. ეს ცვლილებები ხშირად სხვა პათოლოგიურ ფენომენებს უკავშირდება.

სარჩევი

„მე“-ს მთლიანობის ცნობიერებასთან დაკავშირებული დარღვევები

ზოგ პაციენტს დაკარგული აქვს იმის განცდა, რომ ის ერთ მთლიან არსებას წარმოადგენს. მრავლობითი პიროვნული აშლილობის მქონე პაციენტებს ისეთი განცდა აქვთ, რომ ისინი ორი ან რამდენიმე „მე”-საგან შედგებიან, რომლებიც სხვადასხვა დროს მონაცვლეობით იჩენენ თავს. აუტოსკოპიის ან მისი მსგავსი გამოცდილების დროს (Doppelganger) პიროვნება ერთდროულად ორ „მე”-ს განიცდის, მაგრამ ის დარწმუნებულია, რომ ისინი მისი საკუთარი „მე”-ს ნაირსახეობებია.

„მე”-ს მთლიანობასთან დაკავშირებული დარღვევები

ჩვენ ვიცით, რომ თუმცა დროთა განმავლობაში ვიცვლებით,მაინც ერთსა და იმავე ადამიანად ვრჩებით. იშვიათ შემთხვევებში შიზოფრენიით დაავადებულ ადამიანებს დაკარგული აქვთ ამგვარი უწყვეტობის შეგრძნება. პაციენტმა შეიძლება თქვას, რომ ის ახლა სხვა ადამიანია, ვიდრე დაავადების დაწყებამდე იყო ანუ რომ მისი ძველი „მე” ახალი „მე”-თი შეიცვალა.

„მე”-ს საზღვრებთან დაკავშირებული დარღვევები

ამ ტიპის დარღვევებს ვხვდებით ზოგიერთ ადამიანთან LSD-ს ან სხვა ნარკოტიკული ნივთიერების მიღების დროს. მათ შეიძლება თქვან, რომ ისეთი განცდა ეუფლებათ, თითქოსდა უჩინარდებიან. ჰალუცინაციები შეიძლება განვიხილოთ ისეთ ფენომენად, რომლის დროსაც პიროვნება ვერ აცნობიერებს რა იმყოფება „მე”-ს შიგნით და რა - მის გარეთ. იგივე ტიპის დარღვევები (როდესაც ადამიანს არ შეუძლია განასხვაოს, რა წარმოადგენს „მე”-ს ნაწილს და რა არა) თავს იჩენს პასიურობის ფენომენების დროს. ამ შემთხვევაშიც პაციენტი მისთვის სასურველ ქმედებებს გარედან ინიცირებულად განიცდის.


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები