სამოსუდი სამუელ
სამუელ სამოსუდი – (2 მაისი 1884, თბილისი – 6 ნოემბერი 1964, მოსკოვი], დირიჟორი. სსრკ სახალხო არტისტი (1937). 1906 დაამთავრა თბილისის სამუსიკო სასწავლებელი. შემდეგ სწავლობდა პრაღაში ჰ. ვიჰანთან, პარიზში პ. კასალსთან და „სხოლა კანტორუმში“. 1917-19 იყო მარიას თეატრის დირიჟორი, 1918-36 ლენინგრადის მცირე საოპერო თეტრის მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. 1936-43 იყო დიდი თეატრის, ხოლო 1943-50 სტანისლავსკის და ნემიროვიჩ-დანჩესკოს სახელობის მუსიკალური თეტრის მთავარი დირიჟორი.
დადგმებიდან აღსანიშნავია: გლინკას „რუსლან და ლიუდმილა“ (1947), „ივან სუსანინი“ (1939), კაბალევსკის „ტარასის ოჯახი“ (1947), პროკოფიევის „ომი და მშვიდობა“ (1946). დააარსა და ხელმღვანელობდა საკავშირო რადიოს სიმფონიურ ორკესტრს (1953-57) და საკავშირო რადიოსა და ტელევიზიის საოპერო-სიმფონიურ ორკესტრს (1957-იდან).