სამხედრო სამართლის თეორია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო სამართლის თეორია – იურიდიული დისციპლინა, რომელიც სწავლობს სამხედრო (ომის) სამართლის ჩამოყალიბების და განვითარების ისტორიას, მის შინაარსს და როლს სამხედრო საქმესა და შეიარაღებული ძალების მშენებლობაში.

ჩამოყალიბდა XX საუკუნის 70-იანი წლების დამდეგს. სამხედრო სამართლის თეორიის ფუნქციებია:

  1. შემეცნებითი, სამხედრო ორგანიზაციაში უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი მოვლენების და პროცესების განზოგადება და ახსნა;
  2. ევრისტიკული, სამხედრო ურთიერთობების სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი რეგლამენტაციის პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების გამოვლენა;
  3. აქსიოლოგიური, შეიარაღებული ძალების ორგანიზაციისა და საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფის მეცნიერული შეფასება;
  4. პროგნოსტიკული, სამხედრო სამართლის განვითარების მყარი ტენდენციებისა და პერსპქტივების განსაზღვრა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები