საშტურმანო უზრუნველყოფა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საშტურმანო უზრუნველყოფაავიაციაში ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს თვითმფრინავებისა და სხვა პილოტირებული საფრენი აპარატების ფრენის სიზუსტეს, საიმედოობას და უსაფრთხოებას, მათ დროულ გაყვანას გათვალისწინებული ობიექტების თავზე და მიზნის ზუსტ დაზიანებას; ოპერატიული (საბრძოლო) უზრუნველყოფის სახეობა. გულისხმობს საცნობარო მონაცემებისა და საშტურმანო გაანგარიშებების მომზადებას; სახმელეთო რადიოტექნიკური და შუქტექნიკური საშუალებების გამოყენების ორგანიზაციას; საშტურმანო უზრუნველყოფის სფეროში სარდლობისათვის (მეთაურისათვის) წინადადებების შემუშავებას; საშტურმანო ამოცანების გადაწყვეტას საბრძოლო მოქმედებების დროს და სხვა. საშტურმანო უზრუნველყოფას ახორციელებს საშტურმანო სამსახური. სამხედრო-საზღვაო ფლოტში ასეთ ამოცანებს (სანავიგაციო-ჰიდროგრაფიული უზრუნველყოფა) ასრულებს ჰიდროგრაფიული სამსახური.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები