სოფელ გარუეთის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გეგმა

სოფელ გარუეთის წმინდა გიორგის ეკლესია - სოფლიდან აღმოსავლეთით 3 კმ., მთაზე მდებარე ეკლესია სხვადასხვა ზომის რიყის ქვითაა ნაგები. ალაგ-ალაგ წყობაში გამოყენებულია ფლეთილი ქვაც. დარბაზული ეკლესია გეგმით კვადრატს უახლოვდება, აღმოსავლეთით გააჩნია ნახევარწრიული აბსიდი, რომლის ცენტრში გაჭრილია შიგნით თაღოვანი - გარედან არქიტრავული სარკმელი. სარკმლის ძირში დგას ტრაპეზის ქვა. სამხრეთით და ჩრდილოეთით თითო ნიშაა. კონქი სფერულია, მისი დიდი ნაწილი ჩამონგრეულია. აბსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია მცირე მხრებით. საკურთხევლის წინ შემორჩენილია კანკელის მარცხენა ნაწილი.

აბსიდის ხარისხი მისსავე მოხაზულობას იმეორებს.

ეკლესიის სამხრეთი კედელი თითქმის ჩამონგრეულია. შეისრული კამარის მხოლოდ ჩრდილოეთი მხარეა შემორჩენილი. ჩრდილოეთ და დასავლეთ კედელს ხარისხი გასდევს. ამავე კედლებშია გაჭრილი სწორკუთხა სარკმლები. ინტერიერი ამოვსებულია ჩამონაშალი ქვით. შესასვლელის კვალი არ ჩანს. ჩრდილოეთის ფასადზე შემორჩენილია მარტივპროფილიანი შირიმის კარნიზი.



წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები