სოფელ საცხენეთის კვირაცხოვლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხედი სამხრეთ-დასავლეთიდან

სოფელ საცხენეთის კვირაცხოვლის ეკლესია - გვიანი შუა საუკუნეები - დარბაზული, შვერილაბსიდიანი ეკლესია ქართული აგურითაა აშენებული. სამხრეთი კედლის ზედა შუა ნაწილი და კამარის სამხრეთი ნაწილი დანგრეულია. აბსიდა ძირითადი სივრციდან ორსაფეხურიანი მხრებითაა გამოყოფილი. მათზე სატრიუმფო თაღია გადაყვანილი. აბსიდის ცენტრში თაღოვანი სარკმელია, რომლის ორსავე მხარეს განიერი, თაღოვანი ნიშებია მოთავსებული. თაღი შეისრული ფორმისაა. დასავლეთ კედელზე შეისრული ფორმის თაღია გადაყვანილი. გრძივი კედლები წყვილი პილასტრებითაა დანაწევრებული, მათზე გადაყვანილი იყო კამარის საბრჯენი თაღები; ეკლესია განათებულია ოთხი თაღოვანი სარკმლით. შესასვლელი კარი დატანებულია სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან.



წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები