სოფელ ყუფთას წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხედი სამხრეთ-დასავლეთიდან

სოფელ ყუფთას წმინდა გიორგის ეკლესია - მდ. შამბიეთის მარჯვენა ნაპირას მდებარე “წმ. გიორგის” ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის ფიქალით, ალაგ-ალაგ გამოყენებულია ფლეთილი ქვა. დუღაბი თხელია. დარბაზული ეკლესია გეგმით კვადრატს უახლოვდება, აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდითო, რომლის ცენტრში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. ამჟამად ამოქოლილია და დატანებული აქვს მცირე ზომის წრიული ღიობი. აბსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო სწორკუთხა ნიშია. შემორჩენილია სფერული კონქის მცირე ნაწილი და სატრიუმფო თაღის ქვედა ქვები (შირიმის). საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილია ორსაფეხურიანი მხრებით. ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებში თითო განიერი სწორკუთხა ნიშაა, დასავლეთის ნიშის თავზე სარკმელია გაჭრილი. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია მოთავსებული. შესასვლელის თავზე მცირე ზომის სარკმელია. ეკლესიას სამხრეთიდან და დასავლეთიდან სწორკუთხა მინაშენები აქვს. მათგან შემორჩენილი კედლების სიმაღლე 1-1,5 მეტრს აღწევს. ეკლესიის სამხრეთით - 2-3 მეტრში შემორჩენილია გეგმით სწორკუთხა ნაგებობის ნაშთი. ნაგებობა სამი სათავსისაგან შედგებოდა. იგი ძლიერაა დაზიანებული. სამშენებლო მასალად გამოიყენებულია ფიქალი და ფლეთილი ქვა. ეკლესიის კამარა და კონქი ჩამოქცეულია. კედლები დაბზარულია. ამოვსებულია მიწით და ჩამონაშალი ქვით.





წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები