სოფელ ხეითის საბაწმინდას ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საბაწმინდის ეკლესიის გეგმა

სოფელ ხეითის საბაწმინდას ეკლესია - X ს-ის I ნახევარი - ეკლესიის დასავლეთ მინაშენზე ერთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა იყო: "მაჩაბელი გიორგი შეიწყალე". წარწერა ამჟამად დაღუპულია. ეკლესია ნაგებია კარგად თლილი, მოღვინისფრო ტუფით. წყობა თარაზულია. ძეგლი წარმოადგენს მაღალ და გრძელ დარბაზულ სივრცეს, რომელსაც ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან განივი კამარების მქონე დაბალი და ღრმა ჯიბეები აქვს. ცენტრალური აბსიდის გვერდებზე მოწყობილია სამკვეთლო და სადიაკვნე. ეკლესიას დასავლეთით და გრძივი კედლის დასავლეთ მონაკვეთებში გარშემოსავლელი აქვს. გარშემოსავლელს ორი შესასვლელი აქვს - დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ეკლესიის შიდა სივრცეში, ჯიბეების გვერდებზე განლაგებულია თაღოვანი ნიშები. ჯიბეები იმდენად ღრმაა, რომ ქმნიან განივ ღერძს, რაც მთავარი გრძივი ღერძის პერპენდიკულარულია. ეკლესიის კამარა ოდნავ შეისრულია. აბსიდა კამარაზე დაბალია, მისი ორსაფეხურიანი ტრიუმფალური თაღი კამარისაგან გა- ნსხვავებით ნახევარწრიული ფორმისაა. აბსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო თაღოვანი ნიშაა. გრძივი კედლები ორსაფეხურიანი წყვილი პილასტრების საშუალებით არათანაბარ ნაწილებად იყოფა. პილასტრებს ეყრდნობა როგორც კამარის საბრჯენი თაღები, ისე კედლის თაღები. ჯიბეები ცენტრალურ სივრცეს მაღალი, ფართე თაღოვანი გასასვლელებით უკავშირდება. სამხრეთი ჯიბის კამარის საბრჯენი თაღი კრონშტეინებს ეყრდნობა. ეკლესია ნათდებოდა დასავლეთის და სამხრეთის თაღოვანი სარკმლებით. დასავლეთი შესასვლელი შიგნით თაღოვანი, გარედან არქიტრავულია. დასავლეთ გარშემოსავლელს შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს. სამხრეთი შესასვლელი ორთაღოვანია; თაღები მასიურ სვეტს ეყრდნობა. დასავლეთის კარიბჭიდან შემორჩენილია თაღი, რომლის ზემოო მცირე წრიული სარკმელია მოთავსებული. სამხრეთ შესასვლელის სვეტის კაპიტელი მორთულია მცენარეული ორნამენტით. ძეგლის თავდაპირველი დეკორატიული ელემენტებიდან შემორჩენილია – დასავლეთი სარკმლის მოჩუქურთმებული წარბი და გარშემოსავლელის წრიული სარკმლის დეკორატიული მორთულობა. ეკლესიის სამხრეთ ფასადზე, ზემო ნაწილში ჩასმულ კვადრზე ტოლმკლავა ჯვრის რელიეფური ეკლესიის კარნიზი თარო-ლავგარდანია. ძეგლი დგას ერთ საფეხურიან ცოკოლზე. ეკლესიის დასავლეთ ფასადზე შემორჩენილია ასომთავრული წარწერის ფრაგმენტები. ეკლესიის ინტერიერი ძლი ერთ დეფორმირებულია. თითქმის ყველა კედელი დაბზარულია. მთლიანად ჩამონგრეულია აბსიდის მხარე, ჯიბეები და გარშემოსავლელი. საბურავი აყრიდია. ეკლესიაში მიწის დონე ძლიერ აწეულია.



წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები