სპეციალიზაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სპეციალიზაცია - (specialization), შრომის დანაწილება მისი ცალკეული სახეობების მიხედვით; საქმიანობის თავმოყრა შედარებით ვიწრო მიმართულებებზე, ცალკეულ ტექნიკურ ოპერაციებზე; საქმიანობის კონცენტრაცია წარმოების იმ დარგებში, რომლებშიც ფირმას ან ინდივიდს აქვს ბუნებრივი თუ შეძენილი უპირატესობები. სპეციალიზაცია ვაჭრობასთან შეხამებით განაპირობებს გაცილებით მაღალ ცხოვრების დონეს იმ დონესთან შედარებით, რომელიც მიიღწევა ქვეყნის თვითუზრუნველყოფისაკენ სწრაფვის პირობებში. სპეციალიზაციისაგან მიღებული სარგებლობა ილუსტრირებულია აბსოლუტური და შეფარდებითი უპირატესობების თეორიებში, თუმცა, ისინი შეიცავენ დინამიკური მდგომარეობის ელემენტებსაც, რაც გამომდინარეობს მწარმოებლურობის ზრდის თეორიიდან.