ტალანტი (ნიჭი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტალანტი — ადამიანის ბუნებრივი (თანდაყოლილი) ნიჭი„ განსაკუთრებული უნარი, მიდრეკილება აზროვნების, მხატვრული შემოქმედების, მეცნიერების, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ან პრაქტიკული მოღვაწეობის რომელიმე დარგში.
შემოქმედი ტალანტი, უპირველეს ყოვლისა, ხასიათდება მხატვრული წარმოსახვის განზოგადების, ფანტაზიისა და საერთოდ მხატვრული შეთხზვის განსაკუთრებული უნარით. რაც უფრო ძლიერი ტალანტით არის დაჯილდოებული მწერალი, მით უფრო. მეტს ხედავს, გრძნობს, განიცდის; მით უფრო მართალი, მიმზიდველი და ინდივიდუალურია მისი ნაწარმოებები.