ტრანსკრიფცია (მუსიკალური)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტრანსკრიფცია – (ლათ. transcriptio გადაწერა), მუსიკალური ნაწარმოების გადაღება (არანჟირება), ან გადატანა სხვა სახეობის ანსამბლში ან სხვა საკრავზე შესრულებისათვის; აგრეთვე მისი თავისუფალი, ვირტუოზული დამუშავება (საკონცერტო ტრანსკრიფცია). მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საკრავიერი მუსიკის ჩამოყალიბებაში. XVI ს. მუსიკალური ნაწარმოებები კლავიშიანი საკრავებისათვის უმეტესად ვოკალური ნაწარმოებების ტრანსკრიფციას წარმოადგენდა. ცნობილია ფ. ლისტის, ფ. ბუზონის, ლ. გოდოვსკის,მ. ბალაკირევის, ს. რახმანინოვის და სხვათა საფორტეპიანო და ფ. კრაისლერის სავიოლინო ტრანსკრიფციები.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები