ფაბლიო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფაბლიო – (ფრანგ. fabliau, ძველფრანგ. fablel – იგავი; < ლათ. fabula – ამბავი, მონათხრობი), ჟანრი შუასაუკუნეების ლიტერატურისა, რომელიც XII ს. საფრანგეთში შეიქმნა და XIII ს. განვითარების ზენიტს მიაღწია. ფაბლიო უპირატესად სატირულ-იუმორისტული ნოველაა, ასახავდა ქალაქისა და სოფლის, რაინდთა და სასულიერო პირთა ცხოვრებას მძაფრი სატირით. მისი თემატიკა მოიცავდა ადამიანთა პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების მანკიერ მხარეებს. ფაბლიოს აღორძინების ეპოქის დროინდელმა მოტივებმა გამოძახილი და ასახვა პოვა ბოკაჩოს, რაბლეს, მოლიერის, ბალზაკისა და სხვ. თხზულებებში.
ალ. ღლონტი