ფრანსი ანატოლ
ანატოლ ფრანსი − (ფრანგ. Anatole France, ნამდვილი სახელი და გვარი ანატოლ ფრანსუა ტიბო, ფრანგ. Anatole François Thibault, 1844-1924), ფრანგი მწერალი, ეპიკური ტეტრალოგიის („თანამედროვე ისტორია“), რომანების („სილვესტერ ბონარის დანაშაული“, „ტაის“, „ბატონ ჟერომ კიუანიარის მსჯელობანი“ და სხვ.). ფილოსოფიური რომანი „თეთრ ქვაზე“, სატირული – „პინგვინების კუნძული“, ისტორიული – „ღმერთებს სწყურიათ“, ისტორიული თხზულება „ჟანა დარკის ცხოვრება“. დრამატული პოემა „კორინთული ქორწილი“. პუბლიცისტიკა, აფორიზმების წიგნი (და სხვ.).
დრამატურგიული მოღვაწეობა დაიწყო 60-იან წწ. ერთაქტიანი პიესებით „სერ პანჩი“, „პიეროს გარდაქმნა“. ამას მოჰყვა დრამატული პოემა „კორინთული ქორწილი“, კომედია „ეშმაკის ოინებს რა გამოლევს“ განსაკუთრებული წარმატება წილად ხვდა კომედიას „მუნჯი ცოლი“ (პირვ. სახელწ. „კომედია ადამიანზე, რომელმაც ცოლლად ითხოვა მუნჯი ქალი“). 1921 წ. მას მიენიჭა ნობელის პრემია.