ქვეყნისგული
ქვეყნისგული – (ლათ. Phallus impudicus), სოკო გასტერომიცეტების სოკოებს ეკუთენის, რომლებიც იმით არიან დამახასიათებელნი, რომ ნაყოფს-ხეული მთლიანად დახურულია სპორების გამოვლენამდე.
ქვეყნისგულმა უჩეეულო გარეგნობით და ზრდასრელი სოკოს ცუდი სუნის გამო ოდითგანვე მიიქცია ადამიანის ყურადღება. ჩვილი ნაყოფსხეული კვერცხისებრია. იშვიათად სფეროსებრი, თეთრი ან მოყვითალო. მომწფებისას პერიდერმიუმი (გარსი სოკოს გარშემო) სკდება 2-3 ნაწილად და ვოლვის (ტომრისებრი წარმონაქმნი, რომელშიაც სოკოს ფეხის ძირი ზის) სახით რჩება რეცეპტაკულის (ეს ტერმინი აქ შეიძლება ვიგულისხმოთ როგორც ფეხი) ძირში. ვოლვიდან აღმართულია ღრუ რეცეპტაკული, რომლის სხეულიც ღრუბლისებრი აღნაგობისა, წაგრძელებულ-ცილინდრულია და წვერში ხშირად შევიწროებული. შეფერვით თეთრი ან მოყვითალოა 10-30 სმ სიმაღლისა და 3-5 სმ სიმსხოსი. მის წვერზე ზარისებრი ლაბირინთული ღრმულების ქსელიანი სასპორე გლებაა მოთავსებული ქუდის სახით, რომელიც სპორების შემცველი მომწვანო ცუდსუნიანი ლორწოთია დაფარული. რეცეპტაკულთან გლება მხოლოდ კენწეროშია მიერთებული, დანარჩენ ნაწილში თავისუფალია. გლების თხემზე ბადროსებრი წარმონაქმნია დამახასიათებელი, რომელიც შუაზე ნასვრეტიანია. ახალგაზრდა სოკოს სუნი თვის ბოლოკის სუნს მოგვაგონებს. მომწიფებულ სოკოს ძალიან ცედი სუხი აქვს და მასობრივად იზიდავს ტყეში მყოფ ბუზებს. სპორები ბაცი-მოყვითალოა.
ვრცელდება ფოთლოვან ტყეებში, ჩვენ იგი არაიშვიათად შეგვხვედოია თბილისის შემოგარენში, დიდგორის სატყეო მეურნეობის წიფლნარ-რცხილნარებში, ბუჩქების რაყებში, ზოგჯერ დიდი რაო-დენობით.
ზოგი ავტორის ცნობით, უვარგისია და შეიძლება მოწამვლა გამოიწვიოს (ი. ნახუცრიშვილი, 1964). სხვა მონაცემებით ხალხურ მედიცინაში ნიკრისის ქარისა და რევმატიზმის სამკურნალოდ გამოიყენება „მიწის ზეთის“ სახელწოდებით (დ. ზუევი, 1961: სსრ კავშირის სოკოები, 1980). გამოიყენება ახალგაზრდა სოკოს შიდა ლორწოვანი გარსი კვერცხისებრ სტადიაში. სოკო არაშხამიანია და ზოგი ავტორის მიხედვით საჭმელად კვერცხის სტადიაში გამოიყენება გარე ტყავისებრ გარსგაცლილი. კვერცხის სტადიაში ქვეყნისგული საჭმელად სავსებით ვარგისია და ზეთში შემწვარ თევზს მოგვაგონებს (ი. კლანი, 1984),
ამ სოკოს სპორების გავრცელება მწერების ხელშეწყობით სდება. გვხვდება ძირითადად ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისში საკმაოდ ნოყიერ, ფოთლოვანი ტყეების ნიადაგებზე. მესხეთ-ჯავახეთში და კახეთში მას „სადმომგლიჯეს“, ზოგან კი მუცელგვრემიას სახელით იცნობენ.