ქორეოგრაფია
ქორეოგრაფია – (ბერძნ. choreia – ცეკვა და grapho – ვწერ) – საცეკვაო ხელოვნება ყველა ნაირსახეობით (ტერმინი ამჟამინდელი მნიშვნელოთ წარმოიშვა XIX ს. ბოლოს). ქორეოგრაფიის ხელოვნება ეფუძნება ადამიანის სხეულის მუსიკალურ-ორგანიზებულ, პირობით, სახიერ-გამომსახველ მოძრაობებს. ქორეოგრაფიის უმაღლესი ფორმაა ბალეტი.
ქორეოგრაფიის ხელოვნება ჩაისახა უძველეს ხანაში და უშუალოდ გამოხატავდა ადამიანის სიხარულს შრომითი ან საომარი ქმედების წარმატებით დაგვირგვინების გამო. ამასთანავე, მას ჰქონდა მაგიური მნიშვნელობაც და საწესჩვეულებო რიტუალების განუყრელი ნაწილი იყო.
დროთა განმავლობაში ცეკვამ დაკარგა საწესჩვეულებო მნიშვნელობა და იქცა დამოუკიდებელ ხელოვნებად. მან გამოსახა ადამიანის არა მხოლოდ სხეულის სილამაზე, არამედ სულის სხვადასხვა მოძრაობანი ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში არსებობდა პროფესიული ცეკვა როგორც დამოუკიდებელი სანახაობა. მე-16 საუკუნის დამლევს ჩამოყალიბება იწყო ბალეტმა ინტერმედიების და დივერტისმენტების სახით საოპერო და დრამატულ სპექტაკლებში მე-18 საუკუნეში ბალეტი საბოლოოდ ჩამოყალიბდა თეატრის დამოუკიდებელ სახეობად.
თანამედროვე ქორეოგრაფია იყოფა საყოფა-ცხოვრებო (ხალხური და სამეჯლისო) და სასცენო (საესტრადო და საბალეტო) დარგებად. საბალეტო ხელოვნებაში ქორეოგრაფია ორგანულად აერთიანებს ცეკვას, მუსიკას და დრამატულ ქმედებას.