ქუნცა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ქუნცა, ქვუნცა – ნასოფლარი ასპინძის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1200-1300 მ სიმაღლეზე, დაბა ასპინძიდან სამხრეთით 19 კმ მანძილზე. შემორჩენილია ეკლესიის ნანგრევები. მიდამოებში არის ბაზალტის საბადო.