შავიშვილი მიხეილ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მიხეილ შავიშვილი − (15 ოქტომბერი 1920, სოფ. ჭანიეთი, ახლანდ. ოზურგეთის რ-ნი – 17 ივნისნ 1999, იქვე), ხალხური მომღერალი და ლოტბარი, საქართველოს სახალხო არტისტი (1983). სწავლობდა ბათუმის პედაგოგიურ ინტიტუტში, სიმღერასა და ლოტბარის ხელოვნებას ეუფლებოდა ჯერ არტემ ერქომაიშვილთან, შემდეგ ვ. სიმონიშვილთან. 1957 ოზურგეთის კულტურის სახლთან დააარსა ანსამბლი „შვიდკაცა“. ანსამბლთან ერთად კონცერტებს მართავდა სსრკ-ის ქალაქებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში. მიხეილ შავიშვილმა შეკრიბა და აღადგინა მრავალი ქართული ხალხური სიმღერა. 1983-იდან ხელმძღვანელობდა ბავშვთა ანსამბლ „კრიმანჭულს“, რომელიც თავად დააარსა.