შინქუბა ბაგრატ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაგრატ შინქუბა

ბაგრატ შინქუბა − (აფხ. Баграт Уасыл-иҧа Шьынқәба; დ. 12 მაისი, 1917, სოფ. ჭლოუ – გ. 25 თებერვალი, 2004), აფხაზი მწერალი, პოეტი და პროზაიკოსი, აფხაზეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე (1933-1958), აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე (1958-1978), საქართველოს კპ ცკ-ის წევრობის კანდიდატი, სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს V, X, XI მოწვევების დეპუტატი, ლენინის ორი ორდენისა და სხვა ორდენების კავალერი, აფხაზეთის ასსრ დიმიტრი გულიას სახელობის სახელმწიფო პრემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1985).

დაიბადა 1917 წლის 12 მაისს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჭლოუში, 1935-1939 წლებში სწავლობდა სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში (1939-1944).

30-იანი წლებიდან ბაგრატ შინქუბა აქვეყნებს ლექსებს, მოთხრობებს, პოემებს; 1950 წელს აქვეყნებს რომანს ლექსად „ჩემი თანამემამულენი“, 1965 წელს — პოემას „კლდის სიმღერა“. განსაკუთრებული წარმატება ხვდა მწერლის რომანებს „გაპობილი ქვა“ და „უკანასკნელი უბიხი“; ეს უკანასკნელი წიგნი ეძღვნება მცირერიცხოვანი ხალხის, უბიხების ტრაგიკულ ისტორიას.

ქართულ ენაზე გამოცემულია ბაგრატ შინქუბას ცოტად თუ ბევრად მნიშვნელოვანი ნაწარმოებნი. 1985 წელს, ბოლო წლების ნაწარმოებებისა და ქართული კლასიკური პოეზიის, კერძოდ რუსთაველისა და ბარათაშვილის აფხაზურ ენაზე თარგმნისათვის, ბაგრატ შინქუბას შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.


წყარო

რუსთაველის პრემიის ლაურეატები‏‎ ‏ ‏

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები