ჩარხი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხერტლის სახვეწი ჩარხი

ჩარხი – სამხვეწლო-სახარატო დანადგარი, მოწყობილობა, რომელიც ჯამ-ჭურჭლის, მრგვალი სუფრის, ხერტლისა და კვირისთავის, აკვნის, მოაჯირის და სხვა მსგავსი მრგვალი ფორმების, მათ შორის, თოფის ლულის გასაჩარხად გამოიყენებოდა.

გავრცელებული იყო „წყლის ჩარხი” – „წყლის დეზგარი”. იგი ჩვეულებრივ სოფლის ახლო მდინარეზე დიდი ზომის დეტალების გასაჩარხად იყო გამართული და ბრუნვის შედარებით დიდ ძალას მოითხოვდა. „ხელის ჩარხი” – „ხელის დეზგარი” ხერტლის, კვირისთავის, აკვნის და სხვათა მცირე დეტალების სახვეწი იყო, „ფეხის ჩარხი” – „ფეხის დეზგარი”, ძირითადად, ზემო აჭარაში იყო გავრცელებული. გამოიყენებოდა, ასევე შედარებით მცირე ზომის დეტალების დასამუშავებლად.



ლიტერატურა

კახიძე, 1990:50.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები