ჩაწყობილა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჩაწყობილა - (Lathraea squamaria L.); ოჯახი: შავწამალასებრნი (Scropulaciaceae). 5-30 სმ სიმაღლის მრავალწლიანი პარაზიტული ბალახოვანი მცენარეა მოწითალო თეთრი ფერისა. საყვავილე ღერო ძირში ქერცლებიანია. ყვავილედი მჭიდროა, ცალმხრივი, გვირგვინი მილისებურია, ორტუჩა, შეფერილობით მოთეთრო-ვარდისფერია. ყვ. ნაყ. III-V. მცენარე გავრცელებულია დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე. პარაზიტობს თხილის, რცხილის, მურყნის, წიფლისა და სხვა მცენარეთა ფესვებზე. ამ მცენარის ნახვა შესაძლებელია მდინარე ალაზნის ჭალაში.