რცხილა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რცხილა

რცხილა− (ლათ. Carpinus) – მერქნიან მცენარეთა გვარი არყისებრთა ოჯახიდან. ზაფხულმწვანე ხე ან მაღალი ბუჩქი. აქვს რუხი ფერის გლუვი და ოდნავ დამსკდარი ქერქი. არსებობს 50-მდე სახეობა, რომელიც გავრცელებულია კავკასიაში, ყირიმში, მცირე აზიაში, ირანში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში ორი სახეობა იზრდება – კავკასიური რცხილა და ჯაგრცხილა. ის ჩრდილის ამტანი, სითბოს მოყვარული მცენარეა. ყინვა ვერ აზიანებს. ნიადაგის მიმართ მომთხოვნია, თუმცა ჯაგრცხილა მშრალ და ხრიოკ მთის კალთებზეც ხარობს. მერქანს იყენებენ მუსიკალური საკრავების დასამზადებლად, აგრეთვე საწვავად ბუხრებსა და ღუმლებში.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები