ჩახრუხაული
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჩახრუხაული – ქართული ლექსის სახეობა დამკვიდრებული „თამარიანის“ ავტორის ჩახრუხაძის (XII ს.) მიერ. ხასიათდება ოთხი მუხლისაგან შედგენილი ოცმარცელედი ოთხტაეპიანი სტროფებით. ამასთან ყოველი ტაეპის პირველი ორი მუხლი შინაგანი რითმითაა შეკრული, ხოლო მთელი ოდა – ერთი გარეგანი რითმით:
- მოხევეს ძეთა ჩახრუხაძეთა ექო თამარი, მეფე წყლიანი,
- მისი სიმეტე, ბრძენთა სირეტე, თინათინ ვაქო, ბაღი წყლიანი,
- ა ეს თინათინ, ნუ ეს თინათინ არაბეთს იყო სულადიანი,
- ჯერეთ ყმაწვილი, წმიდათ ნაწილი, სამოთხის ვარდი, პირად მზიანი.
- („თამარიანის“ ჩანართი).