ჩხატარაისძე პეტრე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჩხატარაისძე პეტრე – (XVIII ს.), მწიგნობარი. სიყრმეშივე მონაზვნად აღკვეცილა, შემდეგ ცნობილი მდივან-მგალობელი გამხდარა. „იმერთა-ოდიშ-გურიის განმგებლის“ ბეჟან დადიანისა და მისი სარდლის გიორგი ჩიჩუას დავალებით გაულექსავს არჩილ მეფის მიერ რუსულიდან თარგმნილი „ალექსანდრიანი“. შემდგომ საკუთრივ არჩილისეული თარგმანი ახალი დეტალებით შეუვსია, რამდენადმე გადაუსხვაფერებია და ჩამოუყალიბებია „ალექსანდრიანის“ ახალი პროზაული ვერსია. მასზე შეუთხზავს გიორგი გურიელის ხოტბა, რომელშიც წარმოჩენილია იმდროინდელი გურიის ისტორიული ვითარება.