ცეზურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ცეზურა – (ლათ. caesura – გაპობა), ზღვარი მუსიკალური ნაწარმოების ნაწილებს შორის. სხვა ფაქტორებთან ერთად იგი უზრუნველყოფს მუსიკალური ნაწარმოების სტრუქტურის აღქმას. ცეზურის აღსანიშნავად საგანგებო ნიშანი არ არსებობს. ხშირად იგი თანხვდება პაუზას.
ცეზურა წარმოიშობა: შესვენების, მელოდიური და ჰარმონიული კადენციისა და ხანგრძლივი ბგერის შემდეგ, რიტმული ფიგურიდან მის გამეორებაზე გადასვლის მომენტში და ა. შ.