ცოცხალი ღობე – მცენარეების მეშვეობით კარმიდამოს შემოკავების, შემოღობვის წესი. ამ მიზნით აჭარაში ბროწეული, მაყვალი, აკაცია გამოიყენებოდა. ქვემო აჭარაში ტრიფოლიანტის ცოცხალი ღობეები შედარებით ფართოდ იყო გავრცელებული.
ლიტერატურა
ადამია, 1956:27.
წყარო
ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა