წინასწარ დაძაბული კონსტრუქციები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
წინასწარ დაძაბული კონსტრუქციები – სამშენებლო კონსტრუქციები, რომლებშიც წინასწარ (დამზადების ან მონტაჟის დროს) იქმნება კონსტრუქციის ელემენტებში ოპტიმალურად გადანაწილებული ძაბვა. წინასწარი დაძაბვა ზრდის კონსტრუქციის სიხისტესა და ბზარმედეგობას. ის მეტად ეფექტურია რკინაბეტონის კონსტრუქციებში, თუმცა იყენებენ ლითონის კონსტრუქციებშიც.