წულუკიძე ანტონ
ანტონ წულუკიძე – 17 მარტი 1921, ტყიბული – 6. IV. 1995, თბილისი), მუსიკისმცოდნე, მუსიკის კრიტიკოსი და პედაგოგი, საქართველოს ხელოვნ. დამსახურებული მოღვაწე (1967). ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1995).
1950 დაამთავრა თბილისის კონსერვატორიის მუსიკის ისტორიის განყოფილება (ხელმძღვანელი პროფ. ლ. დონაძე). 1953-54 და 1978-იდან კონსერვატორიის პედაგოგი იყო (1988 პროფ.). 1953-61 ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნების“ განყოფილების გამგე, 1961-65 საქართველოს კულტურის სამინისტროს მუსიკალურ დაწესებულებათა განყოფილების გამგე, 1965- იდან ამავე სამინისტროს მუსიკალური ხელოვნებისა და დრამატული თეატრების სარეპერტუარო და სარედაქციო კოლეგიის მთ.აცარი რედაქტორი. ავტორია მრავალი კრიტიკული წერილისა ქართული მუსიკის საკითხებზე. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მონოგრაფიას „შალვა მშველიძე“ (თბ. 1996). ამ გამოჩენილი კომპოზიტორის შემოწმედების ღრმა და დაუღალავი მკვლევარი იყო. ასევე მნიშვნელოვსნია მონოგრაფიები ზ. ფალიაშვილის და ე. მიქელაძის შესახებ, წერილების ციკლი თბილისის საოპერო თეატრის შესახებ, წიგნი „ქართული საბჭოთს მუსიკა“. (1971), წერილები დ. შოსტაკოვიჩის და ს. პროკოფიევის შესახებ. მრავალრიცხოვანი წერილების ნაწილი თავმოყრილია წიგნში „თანამედროვეობის მუსიკა“. დიდი საზოგადოებრივი ავტორიტეტის მქონე მუსიკისმცოდნემ ღრმა კვალი დატოვა 50-90-იანი წწ. ქართულ მუსიკსლურ ცხოვრებაში.