ინვენტარული ჭიმი: 1-ჭიმი; 2-დგარი; 3-ანკერი
ჭიმი – მავთული, გვარლი, ბაგირი, ჯაჭვი გამოყენებული ვერტიკალურად მდგარი ნაგებობის (ანძა, საკვამლე მილი, სვეტი, დგარი) მდგრადობის უზრუნველყოფისათვის. ის კონსტრუქციას ებმება ადგილ-ადგილ (იარუსებად), მინიმუმ სამ სიბრტყეში და ჩაანკერდება გრუნტში.
წყარო
სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი