ხვლიკი (ეგვიპტურ მითოლოგიაში)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხვლიკი – ხვლიკების სასაფლაოები ეგვიპტეში სხვადასხვა ადგილას არის ნაპოვნი. მათ, სავარაუდოდ, მიეწერებოდათ ისეთივე მშველელის ძალა, როგორც გარკვეულ გველებს, რადგან მკვდართა წიგნის ნახატებში მათი გამოსახულებები მსგავს კონტექსტებში გვხვდება. ერთ-ერთ სარკოფაგში გველი და ხვლიკი ერთადაც კი იყვნენ მოთავსებული. როგორც მიცვალებულისადმი სასურველი ძალების მატარებელი, ის მიცვალებულთა წიგნის ილუსტრაციებშიც გვხვდება.