ხის ყალიბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხის ყალიბიფიცრებისაგან შეკრული სხვადასხვა ზომისა და ფორმის ფარები, რომლებიც გამოიყენება ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციების დასამზადებლად და პირაპირებისა და ნაკერების დასამონოლითებლად. ყალიბის შემაერთებელი და სიხისტის ელემენტები მზადდება ძელებისა და ძელაკებისგან. საპროექტო მდგომარეობაში ხის ყალიბის დასამონტაჟებლად გამოიყენება დგარები, ირიბები, ჩარჩოები, საჭიმრები, რბილი მავთული და სხვ. ის შეიძლება იყოს სტაციონალური და დასაშლელი. დაუშვებელია ყალიბებში ღრეჩოების არსებობა. ხის ყალიბის დასამზადებლად ძირითადად დაბალი ხარისხის მერქანი გამოიყენება.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები