ჯაფარიძე ვენერა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჯაფარიძე ვენერა – (1934 – 1970), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ ჩიხორში (თერჯოლა). დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი. ლექსებს აქვეყნებდა ალმანახ „რიონში“, გაზეთ „ქუთაისში“. მისი ლირიკული პოეზია გამოირჩევა ფაქიზი ინტონაციებით, გულწრფელობით, ლამაზი მეტაფორული სახეებით. ვენერა ჯაფარიძის ერთადერთი კრებული „არ მემეტება დასავიწყებლად“ პოეტის გარდაცვალების შემდეგ დაიბეჭდა (1977, რედაქტორი – თეიმურაზ აბულაძე, წინასიტყვაობის ავტორი – ზურაბ კუხიანიძე).
- * * *
- სახეში თითქოს ფრთა მომხვდა მერცხლის,
- სულშიც მერცხლებმა შეინავარდეს,
- ღმერთო, მაღირსე ისეთი ლექსი,
- საქართველოში ექოდ გავარდეს!
- მთამ მთას გასძახოს, ქალაქმა ქალაქს,
- სოფელმა სოფელს მთების გუგუნით,
- ბებია იტყვის: „ხმა აქვსო, რავარც
- ტყის პირს იძახის ტკბილად გუგული“.