ჟვანია ნოდარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნოდარ ჟვანია

ნოდარ ჟვანია – (26 მარტი 1945, ქუთაისი), მუსიკოს-შემსრულებელი (ალტი). საქართველოს სახალხო არტისტი (1980). შოთა რუსთაველის სახელობის (1992) და ზ. ფალიაშვილის სახელობის (1975) პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი (2001).

1968 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფ. შ. შანიძის კლ.). 1964-იდან საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტია. 1966-იდან უკრავს საქართველოს სახელმწიფო სიმებიან კვარტეტში. არის ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსის (1969) და ლ. ვაინერის სახელობის კვარტეტების საერთაშორისო კონკურსის (ბუდაპეშტი, 1972, II პრემია კვარტეტის სხვა წევრებთან ერთად) ლაურეატი. 1970-იდან კვარტეტთან ერთად გასტროლებს მართავდა ყოფილ სსრკ ქალაქებსა და საზღვარგარეთ (სკანდინავიის ქვეყნები, იტალია, ბელგია, ავსტრია, გერმანია, ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი, აშშ, საბერძნეთი და სხვ.). 1970-იდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის კონსერვატორიაში. 1993-2010 მოღვაწეობდა გერმანიაში. 2010-იდან მუშაობს ნიჭიერთა ათწლედში. 2013-იდან ამ სკოლის დირექტორია. დაჯილდოებულია საქართველოს ეროვნული პრემიით (2010).




წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები