როსტროპოვიჩი მსტისლავ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მსტისლავ როსტროპოვიჩი

მსტისლავ როსტროპოვიჩი – (27 მარტი 1927, ბაქო – 27 აპრილი 2007, მოსკოვი), რუსი ვიოლონჩელისტი და დირიჟორი. სსრკ. სახალხო არტისტი (1966). როსტროპოვიჩი XX ს-ის ერთ-ერთი უდიდესი ვიოლონჩელისტია (ს. კოზოლუპოვის მოწაფე). 1948-74 იყო მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი (1960-იდან პროფესორი). მისი სადირიჟორო დებიუტი 1973 შედგა. 1974-იდან ცხოვრობდა საზღვარგარეთ (აშშ). 1977- იდან სათავეში ედგას ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს (ვაშინგტონი). 1992-იდან სისტემატურად ჩამოდიოდა რუსეთში, მართავდა კონცერტებს, როგორც ვიოლონჩელისტი და დირიჟორი. არაერთგზის გაუმართავს გასტროლები საქართველოში (უკანასკნელად 2003, ბათუმში). მინიჭებული აქვს ლენინური პრემია (1964).





წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები