აგარაჭაყვარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Malania გვერდი „აგარაჭაყვარა“ გადაიტანა გვერდზე „აგარაჭοაყοარა“)
(მომხმარებელმა Malania გვერდი „აგარაჭοაყοარა“ გადაიტანა გვერდზე „აგარაჭაყვარა“ გადამისამართე...)
 

მიმდინარე ცვლილება 12:01, 9 ნოემბერი 2020 მდგომარეობით

აგარაჭაყვარა (აგარაჭοაყοარა) - „აკვნის დაჭდევება, აკვანზე ჭდის დადება“ - საქორწინო მოლაპარაკება, აკვანში დანიშვნის წესით. ერთმანეთის მეგობარ და კეთილგანწყობილ ოჯახებში ორსული ქალები მოილაპარაკებდნენ, რომ თუ ერთს ვაჟი, ხოლო მეორეს ქალი გაუჩნდებოდა, მათ დააქორწინებდნენ. მოლაპარაკების ნიშნად ბავშვების დაბადების შემდეგ ახალშობილების აკვანს ნაჭდევებს უკეთებდნენ. ვაჟის მშობლები ზოგჯერ ახალშობილ გოგონას ბალიშის ქვეშ ტყვიას უტოვებდნენ. ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ ამ მოლაპარაკების ჩაშლა შეუძლებელი იყო, რადგან ამ ორ ოჯახს შორის შესაძლო სისხლ-მესისხლეობის ჩვეულება ჩადგებოდადა.

[რედაქტირება] წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები