გრიგოლ ღვთისმეტყველი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა ქართული თარგმანები)
 
(2 მომხმარებლების 10 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Grigol Rvtismetyveli.jpg|thumb|250პქ|გრიგოლ ღვთისმეტყველი]]
+
[[ფაილი:Grigol Rvtismetyveli.jpg|thumb|250პქ|'''გრიგოლ ღვთისმეტყველი''']]
'''წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი''' -  [[ბასილი დიდი|ბასილი დიდისა]] და წმ. იოანე ოქროპირის თანამედროვე და მეგობარია.  
+
'''წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი''' -  ღვთისმეტყველი, (ნაზიანზელი), (IV ს.), ღვთისმეტყველი, მწერალი, პოეტი და მოაზროვნე.  
  
წმ. გრიგოლ ღთისმეტყველი მამის თხოვნით 361 წელს ხუცესად ეკურთხა, ხოლო 378 წელს კონსტანტინოპოლის [[პატრიარქი]] გახდა. მისი სნეულების დროს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე ფარულად აიყვანეს ფილოსოფოსი მაქსიმე, მაგრამ ხალხმა განდევნა იგი და კვლავ წმ. გრიგოლი გახდა პატრიარქი. 381 წელს მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე საბოლოოდ დაამტკიცეს, მაგრამ ისევ მალე გადააყენეს, რადგანაც იგი, ისევე როგორც მისი მეგობრები წმ. ბასილი დიდი და წმ. იოანე ოქროპირი, [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებლობის]] ბურჯები იყვნენ და იმ დროს არსებულ [[ერესი|ერესის]] მიმდევრებს ეს არ მოსწონდათ. წმ. გრიგოლმა ასეთი სიტყვებით დატოვა პატრიარქის ტახტი: „''მე არ მიხაროდა ტახტზე ასვლა, ახლა კი სიხარულით ვტოვებ მას''“.  
+
თავდაპირველად ბრწყინვალე რიტორიკული და ფილოსოფიური განათლება მიიღო ალექსანდრიაში, შემდეგ – ათენის წარმართულ აკადემიაში, სადაც დაუმეგობრდა [[ბასილი კესარიელი|ბასილი კესარიელს]]. აქვე გაიცნო მომავალი იმპერატორი იულიანე განდგომილი.  
  
წმ. გრიგოლ ღთისმეტყველი  დაუბრუნდა მშობლიურ ქალაქს და  განმარტოვდა. გარდაიცვალა 389 წლის 25 იანვარს, 950 წელს და მისი წმიდა ნაწილები გადაასვენეს კონსტანტინოპოლში.
+
379 წლიდან კონსტანტინოპოლის საპატრიარქო კათედრა ეჭირა 381 წ. თავმჯდომარეობდა კონსტანტინოპოლის მეორე [[მსოფლიო საეკლესიო კრებები|მსოფლიო კრებას]], მაგრამ კრების მსვლელობის პერიოდშივე გადადგა [[პატრიარქი|პატრიარქობიდან]], რადგან მისი საჭეთმპყრობელობის კანონიერება ზოგიერთმა საეკლესიო მოღვაწემ უმართებულოდ მიიჩნია.  
  
მისი ხსენების დღეა 25 იანვარი (ძვ. სტ.ახ. სტ. 7 თებერვალი).
+
იგი ნაზიანზის ეპისკოპოსობას დაუბრუნდა. გრიგოლ ნაზიანზელი უმდიდრესი ლიტერატურული მემკვიდრეობის ავტორია. მისი თხზულებები აღმოსავლური [[ქრისტიანობა|ქრისტიანული]] სამყაროს მრავალ ენაზეა თარგმნილი. გარკვეულია, რომ ძველი ქრისტიანულ სამყაროში, ბიბლლიური წიგნების ციტირების შემდეგ ყველაზე ხშირად წმ. გრიგოლის თხზულებების ციტირება ხდებოდა. ფართოდ იყო გავრცელებული ეს თხზულებები ქართულ ქრისტიანულ სამყაროშიც. მისი თარგმანები დღეისთვის ორასამდე ქართულ ხელნაწერშია დაცული. გრიგოლის თხზულებების ქართული ვერსიების მნიშვნელობა დიდია, ერთი მხრივ, ბერძნული მეორე მხრივ, ქართული მწერლობის ისტორიისთვის, რამდენადაც მისი თეოლოგიური თხზულებების მსოფლმხედველობა და სახეობრივი აზროვნება თარგმანების საშუალებით აისახებოდა ქართულ ორიგინალურ ლიტერატურაში. ამავე დროს ეს თარგმანები გამოხატავს იმ კულტურულ ორიენტაციას და გარემოს, რომელშიაც მოღვაწეობდნენ [[ქართველები|ქართველი]] მთარგმნელები საზღვარგარეთის სამწიგნობრო კერებში.
  
== წყარო ==
+
==== გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა ქართული თარგმანები ====
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
+
ქართულ ენაზე წმ. გრიგოლის თხზულებების თარგმნა ადრეული პერიოდიდანვე დაუწყიათ. მრავალთავების სახელით ცნობილ ლიტურგიკულ კრებულებში, რომლებიც IX-XI სს. თარიღდება, მოთავსებულია შობისა და ნათლისღების ჰომილიების (Or. 38, Or. 39) ადრეულ საუკუნეებში შესრულებული ანონიმური თარგმანები (სვანური [[მრავალთავი]] სხეც. A-19, X ს., ათონის მრავალთავი – cod. Ath. ber. 11, X ს., პარხლის მრავალთავი სხეც. A-95, XI ს.). ამ თარგმანებში დაცულია აღნიშნული ტექსტების ლიტურგიკული საჭიროებისთვის შემოკლებული ვერსიები, რომლებიც რედაქციულად საგრძნობლად განსხვავდება ორიგინალის დღეისთვის ცნობილი ტექსტისგან (ნ. მელიქიშვილი, მ. რაფავა). გრიგოლ ოშკელს X ს-ში სომხურიდან უთარგმნია გრიგოლ ღვთისმეტყველის ორი ჰომილია (Or. 7, Or. 27, მოთავსებული XI ს. ხელნაწერებში A-87, S-1696), რომელთა ტექსტები სრულიად განსხვავდება როგორც ბერძნული, ისე დღეისთვის ცნობილი სომხური ტექსტებისგან და მათში დასტურდება მთარგმნელისეული რედაქტირების კვალი (მ. რაფავა). მაგრამ გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებების ინტენსიური თარგმნა მხოლოდ ათონის სკოლიდან იწყება.
 +
[[ფაილი:Grigol Rvtismetyvelis homiliebi.JPG|thumb|მარცხნივ|'''გრიგოლ ღვთისმეტყველის ჰომილიები (XII ს.)''']]
  
[[კატეგორია:რელიგია]]
+
გრიგოლ ღვთისმეტყველის შემოქმედების სრულყოფილად თარგმნის ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული მისი თხზულებების სრული კორპუსის (50-51 საკითხავიანი კრებულები) ჩამოყალიბებასთან, რაც IX-XI სს. უკავშირდება. ცნობილია, რომ ქართველი მოღვაწენი ცდილობდნენ ბიზანტიურ ლიტერატურაში მომხდარი ყოველი სიახლის გადმოღებას. ეფთვიმე (ექვთიმე) მთაწმიდელი საფუძველს უყრის გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა სრული კორპუსის ქართულად თარგმნის პირველ ეტაპს. X ს. ბოლო მეოთხედში ექვთიმეს ბასილი კესარიელის ჰომილიათა კრებულისთვის (H-2251, X ს.) უნდა ეთარგმნა გრიგოლ ღვთისმეტყველისეული ბასილის [[ეპიტაფია]] (Or. 43), რომელიც მან ცხოვრების ჟანრის თხზულებად გადააკეთა (ც. ქურციკიძე); ასევე რამდენიმე სხვა ლიტურგიკული ჰომილია (მაკაბელთა მიმართ – Or. 15, ნათლისღებისთვის – Or. 40), შობის ჰომილია (Or. 38) მაქსიმე აღმსარებლისეული კომენტარებით (Ath. 68, 1002-05) და გრიგოლ ხუცისეული გრიგოლ ღვთისმეტყველის ცხოვრება. ამავე სახით შევიდა შემდგომ ეს თხზულებები გრიგოლ ღვთისმეტყველის ექვთიმე ათონელისეულ კრებულებში: A-92, XI ს. ივირონში ექვთიმეს სიცოცხლეში მისი ავტოგრაფიდან გადაწერილად არის მიჩნეული; A-1, 1031 წ. კონსტანტინოპოლში გადაწერილი; cod. St. Petersb. P 3, 1040 წ. შავ მთაზე კალიპოსის მონასტერში გადაწერილი, S-383, S-413, XI ს. გადაწერილი; A-87, 1071-1081 წწ. გადაწერილი მარიამ დედოფლის დაკვეთით, S-1696, XI ს. 60-80-იან წწ. გადაწერილი პეტრე-პატრიკის მიერ).
 +
[[ფაილი:Grigol Rvtismetyvelis homiliebi1.JPG|thumb|'''გრიგოლ ღვთისმეტყველის ჰომილიები (XII ს.)''']]
 +
 
 +
ექვთიმემ თარგმნა და შეადგინა გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა ე.წ. მცირე კორპუსი, რომელიც მოიცავდა 15 ლიტურგიკულ ჰომილიას 16-დან (Orr. 1, 45, 44, 41, 15, 19, 38, 43, 39, 40, 11, 21, 42, 16, 14), უმთავრეს თეოლოგიურ საკითხავებს ძისა და [[სულიწმინდა|სულიწმიდის]] შესახებ (Orr. 29, 30, 31) და რამდენიმე სხვა საკითხავს (0rr. 20, 37, 2, 3). იოანე ათონელის მიერ შედგენილი ექვთიმეს თარგმანთა ინდექსი (მოთავსებული ექვთიმეს მიერ 1002 წ. თარგმნილ მათეს თავის განმარტების შემცველ ხელნაწერში – Ath. 13) უკვე შეიცავს ინფორმაციას ექვთიმეს თარგმნილ გრიგოლ ღვთისმეტყველის „ცხორებისა და თქუმულნის“, ანუ „წიგნის“ შესახებ (ე. მეტრეველი). ექვთიმეს არ უთარგმნია გრიგოლ ღვთისმეტყველის ერთ-ერთი ლიტურგიკული ჰომილია – წმ. კვიპრიანეს შესხმა (Or. 24), როგორც ჩანს იმიტომ, რომ მან გამოიყენა ამ თხზულების რიტორიკული ფიგურები და წმ. დიმიტრის შესხმად გადააკეთა (მ. მაჭავარიანი). ექვთიმესთვის დამახასიათებელი დიდი კომპოზიციური ცვლილებების გამოყენებით არის შესრულებული Or. 42 ინტერპოლაციებით თეოლგიური ეპისტოლეებიდან (Epist. 101, 102), Or. 20, ინტერპოლაციით Or. 28-დან, აგრეთვე Or. 2 და Or. 3 ჰომილიების თარგმანები (ქ. ბეზარაშვილი). ექვთიმეს მიერ შედგენილი მცირე კორპუსი ქართველი ერის საგანმანათლებლო მიზნებს ემსახურებოდა. ამავე კრებულში შედიოდა კომენტარების თარგმანი (ფსევდონონეს კომენტარების მცირე ნაწილი Or. 39-ზე, მაქსიმე აღმსარებლის თეოლოგიური კომენტარები 0r. 38-ზე), გრიგოლ ხუცისეული გრიგოლ ღვთისმეტყველის ცხოვრება.
 +
 
 +
გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებებით ქართული კორპუსის შევსების საჭიროება, როგორც ჩანს, მალევე დადგა. ეს მისია, სავარაუდოდ, ეფთვიმე (ექვთიმე) მთაწმიდელის წრემ დაავალა დავით ტბელს, რომლის თარგმანები გრიგოლის ქართული კორპუსის შექმნის მეორე ეტაპია. როგორც ბოლო დროს გამოირკვა, ეს თარგმანები, რომელმაც შეავსო ეფთვიმე (ექვთიმე) მთაწმიდელის კრებულები, XI ს. პირველ მეოთხედს განეკუთვნება. დავითმა თარგმნა მანამდე უთარგმნელი ერთი ლიტურგიკული ჰომილია (Or. 24), ერთი თეოლ. ჰომილია (Or. 28) და რამდენიმე არალიტურგიკულიჰომილია (Orr. 2, 4, 8, 9, 10, 12, 34, 36, epist. 101). თავისი მთარგმნელობითი მეთოდით დავით ტბელი ათონელთა მიმდევარია, თუმცა მას თავის თარგმნებში ექვთიმეს მასშტაბის დიდი კომპოზიციური ცვლილებები არ შეაქვს. საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიისა და ბიბლიის ციტირების გადმოტანის თვალსაზრისით, დავით ტბელის თარგმანი ელინოფილურს უახლოვდება .გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებების დავით ტბელისეული თარგმანები გარდამავალი საფეხურია ათონურსა და ელინოფილური სკოლების მთარგმნელობით პრინციპებს შორის. მას, შესაძლოა, შავ მთაზე ეთარგმნა გრიგოლ ღვთისმეტყველის ეს თხზულებები.
 +
[[ფაილი:Grigol Rvtismetyvelis homiliebi2.JPG|thumb|მარცხნივ|'''გრიგოლ ღვთისმეტყველის ჰომილიები (XII ს.)''']]
 +
 
 +
გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებების ქართულად თარგმნის ბოლო, დამაგვირგვინებელი ეტაპია [[ეფრემ მცირე|ეფრემ მცირის]] მიერ შავ მთაზე შესრულებული თარგმანები, რითაც მან სრულყო ექვთიმესა და დავითის მიერ დაწყებული ქართული კორპუსის ბერძნულიდან თარგმნა (რასაც საგანგებოდ აღნიშნავს თავის კოლოფონში – A-292, 1800 წ., 329 r-v). ამ მიზნით მან უპირველესად თარგმნა ის არალიტურგიკული საკითხავები, რომლებიც არ ჰქონდათ ნათარგმნი ექვთიმესა და დავითს, თავადვე განსაზღვრა მათი რაოდენობა, როგორც „ათცხრამეტი აპორიტასი“, ანუ ლიტურგიკისთვის უცხო საკითხავებისა (ერთხანს გრიგოლის 19 საიდუმლო ჰიმნის თარგმნილი ეგონათ) და შემოგვინახა ინფორმაცია ამ ბერძნული ტერმინით (აპორეტონ/აპორეტა) გრიგოლის არალიტურგიკული თხზულებების აღნიშვნის შესახებ (A-292,279 v. ქ. ბეზარაშვილი). ამავე პრინციპით და ბერძნულ დედანთან დაახლოების მიზნით ეფრემმა ხელმეორედ თარგმნა გრიგოლ ოშკელის მიერ სომხურიდან თარგმნილი ორი თხზუულება (სათანადო ანდერძის დართვით: სომეხისა შვილსა და ბერძენისა შვილიშვილსა საკუთარი შვილი ვარჩიეო, A-292, 312r) და ეფთვიმე (ექვთიმე) მთაწმიდელის მიერ თარგმნილი Or. 3. ეს აპორიტები ეფრემს თავისი მოღვაწეობის პირველ პერიოდში უთარგმნია სიტყვაშემატებითი, ანუ განვრცობითი მეთოდით.
 +
 
 +
ამით ეფრემმა შეავსო და დაასრულა გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა სრული კორპუსი ქართულად და დაუახლოვა იგი 51-საკითხავიან ბერძნულ სრულ კორპუსს. კორპუსის ეს ტიპი მოიცავს გრიგოლის 44 ჰომილიას (აკლია მხოლოდ Or. 35), ოთხ თეოლოგიურ ეპისტოლეს (Epist. 101. 102. 202. 243), ორ მეტაფრასს (Metaphrasis in Ecclesiasten, Signification in Ezechielem), ერთ ლექსს, ე.წ. ბიზანტიური რიტმული პოეზიის ნიმუშს (Exhortatio ad virginem – c. I, 2, n. 3). ეფრემი ცდილობს შედგენილობის თვალსაზრისით შექმნას ბერძნულის ანალოგიური და მაქსიმალურად სრულყოფილი კრებული ძირითადი და დამატებითი საკითხავებით, მაგ., ძირითად საკითხავებთან ერთად დანართების სახით გრიგოლის ეფრემისეული კრებულები შეიცავს გრიგოლ ხუცისეულ გრიგოლ ღვთისმეტყველის ცხოვრებას (VII ს.), ჰომილიებზე დართულ ბასილი მინიმუსის კომენტარებს (X ს.), [[იამბიკო]]ებს, ნიკიტა ჰერაკლიელისეულ პარაფრასს c. II, 2, n. 119-ზე (X ს.) და ა.შ. ეფრემის, როგორც ელინოფილი მოღვაწის, მიზანი იყო მაქსიმალურად დაახლოება ბერძნულ დედნებთან როგორც ხელნაწერი კრებულების შედგენილობის მხრივ, ისე ტექსტობრივი თვალსაზრისით (ქ. ბეზარაშვილი). ეფრემის ერთმა კრებულმა (Jer. 13, XII ს.) შემოინახა სოფრონ იერუსალიმელის მიერ შედგენილი გრიგოლ ნაზიანზელის შესხმის ტექსტი, რომლის ბერძნული დედანი დღესდღეობით დაკარგულად არის მიჩნეული.
 +
[[ფაილი:Grigol Rvtismetyvelis homiliebi3.JPG|thumb|'''გრიგოლ ღვთისმეტყველის ჰომილიები (XII ს.)''']]
 +
 
 +
ეფრემმა მხოლოდ კორპუსის დასრულების შემდეგ (არალიტურგიკული საკითხავების თარგმნის შემდეგ) ხელმეორედ თარგმნა ექვთიმეს მიერ მანამდე თარგმნილი გრიგოლის 16 ლიტურგიკული ჰომილია ბერძნულთან მაქსიმალურად დაახლოების მიზნით და ტერმინოლოგიური პრეციზიულობით (ე. ჭელიძე), რაც ექვთიმეს თარგმანების საყოველთაო დანიშნულებისგან განსხვავებით, მხოლოდ განსწავლულთა მცირე წრისთვის იყო გამიზნული (ეფრემის კოლოფონის მიხედვით. Jer. 43, 1-4 r-v). ეს თარგმანები შესანიშნავად შედგენილი ცალკე კრებულების სახით ჩამოყალიბდა და გავრცელდა (A-109, XII-XIII სს., A-1490, XII-XIII სს., Jer.43, XII-XIII სს., Jer. 8 / Jer. 157, XII b., Jer. 15 / Jer. 157, XII b., Jer. 13, XIII-XIV bb., Sin. 79, XII-XIII სს., K 9, XIII ს.). ეფრემის ეს კრებულები მკვეთრად ელინიზებულია. ისინი სრულყოფილად იმეორებს ბიზანტიური წიგნის ატრიბუტიკას თავისი მარგინალური ნიშნებით, პროსოდიით, სტიქომეტრიით, იკონოგრაფიით, კომენტირების ტექნიკით და ა.შ. 16 ლიტურგიკული ჰომილიის ეფრემისეული თარგმანი შესრულებულია მისი მოღვაწეობის ბოლო პერიოდში, 1089-1100 წწ. ეფრემის თარგმანების ჩვენამდე შემორჩენილი ერთადერთი სრულყოფილი კრებულის (A-292, 1800 წ.) არქეტიპად მიიჩნევა ორტომეული, რომლის პირველი ტომი 16 ლიტურგიკულ ჰომილიას მოიცავდა, ხოლო მეორე ტომი – არალიტურგიკულ საკითხავებს (ამას მოწმობს გადამწერის ანდერძი – A-292, 405 r-v). ეფრემის მიერ შედგენილი კრებულების ჟანრული მრავალფეროვნება განაპირობებდა მისი მთარგმნელობითი მეთოდის ნაირგვარობას ერთი კრებულის ფარგლებში (თავისუფალს – ერთი მხრივ და ელინოფილურს, ადეკვატურს – მეორე მხრივ. ეფრემსვე ეკუთვნის გრიგოლის პოეზიის პირველი ქართული თარგმანი – ვრცელი და მცირე გნომური ლექსების საფუძველზე (cc. 1, 2, nn. 32, 33, 19, 39, 40) შედგენილი ე.წ. ასეული იამბიკო, რომელიც კრებულებში ლიტურგიკული ჰომილიებთან ერთად იყო მოთავსებული (A-109, Jer. 43, XII-XIII სს.). ფაქტობრივად, ამ თარგმანით ეყრება საფუძველი ქართულ მწერლობაში წმინდა ლიტერატურულ პოეზიას, რომელსაც ლიტურგიკულისგან განსხვავებული დანიშნულება ჰქონდა.
 +
 
 +
გრიგოლის კრებულებზე მუშაობის ბოლო ეტაპია გელათური სკოლა. ამ სკოლაში ანონიმის მიერ მესამედ ითარგმნა გრიგოლის ერთი ჰომილია (ორ. 2), რომელიც მანამდე ექვთიმე ათონელსა და დავით ტბელს ჰქონდათ თარგმნილი, შეიქმნა გრიგოლის კრებულების ლიტურგიკული საკითხავებისთვის მიძღვნითი იამბიკოები; ამავე სკოლაში ანონიმი მოღვაწის მიერ სასწავლო დანიშნულებისთვის ითარგმნა გრიგოლის პოეზიის ნაწილი (ვრცელი გნომური ლექსები ზოგიერთი კომენტარით 2, nn. 31, 32, 33, 34; მცირე ლექსები და აღსარებითი ჰიმნები c. I, 1, nn. 13, 16; c. I, 2, n. 7; c. II, 1, nn. 14, 24, 25, 26, 56, 58, 60, 62, 63, 64, 78, 79, 80, 99 etc. შემორჩენილი ხელნაწერით – S-2568, XVIII ს.) და 43-ე ჰომილიის (ბასილის ეპიტაფიის) ფრაგმენტი ნიკიტა ჰერაკლიელისეული XI ს. კომენტარით, რომელიც [[იოანე პეტრიწი]]ს ე.წ. ბოლოსიტყვის ერთ-ერთ ნაწილად იყო მიჩნეული. თავისი შინაარსით ისიც სასწავლო დანიშნულებისაა და ზოგადსაგანმანათლებლო დისციპლინების სწავლებას ეხება.
 +
[[ფაილი:Grigol Rvtismetyvelis homiliebi4.JPG|thumb|'''გრიგოლ ღვთისმეტყველის ჰომილიები (XII ს.)''']]
 +
 
 +
გრიგოლ ღვთისმეტყველის ქართულ კრებულებში აისახა მის თხზულებებზე დაწერილი კომენტარების თარგმანიც: ფსევდონონეს მითოლ. კომენტარების თარგმანი ეფრემ მცირის მიერ (დართული ჰომილიებზე – or. 4, or. 5, or. 39, or. 43); ბასილი მინიმუსის კომენტარებისა ეფრემის მიერ, რომლებიც ერთვის გრიგოლის 16 ლიტურგიკულ ჰომილიას (A-109, Jer. 43, Jer. 15, Jer. 13).
 +
 
 +
ეფრემისეულმა კრებულებმა შემოინახა მისი უნიკალური კოლოფონები: ანდერძ-მინაწერები, შენიშვნები, ბიზანტიური წინასიტყვაობების (პროოემიონ) მსგავსად შედგენილი შესავალი ეპისტოლეები, სადაც მან ჩამოაყალიბა მთარგმნელობითი თეორია და ლიტერტურულ-თეორიული შეხედულებები, გრამატიკულ-სტილისტური, ლექსიკოლოგიური შენიშვნები და ა.შ. გრიგოლის შრომებთან დაკავშირებით (Jer.43, Jer. 13, Jer. 8/157, A-292).
 +
 
 +
გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებების ეფრემისეული თარგმანების მნიშვნელობა უდიდესია ქართული მწერლობისა და კულტურისთვის ზოგადად. გრიგოლის აზრების ეფრემისეული გააზრება და ფორმულირებები გავრცელდა ქართულ მწერლობაში, რამაც ხელი შეუწყო დადებითი დამოკიდებულების შექმნას ე.წ. „გარეშე“, ანუ საერო სიბრძნისადმი, რაც თავისებურად აისახა ორიგინალურ ქართულ მწერლობაშიც და ხელი შეუწყო საერო ლიტერატურის აღმოცენებას.
 +
 
 +
გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა ქართული თარგმანების შესწავლა და პუბლიკაცია ხორციელდება სხეც-ის მიერ. XX ს. 80-იანი წლებიდან აკად. ე. მეტრეველის ხელმძღვანელობით ცენტრის (ინ-ტის) ჯგუფი პროფესორ [[გარიტი ჟერარ|ჟ. გარიტი]]ს რეკომენდაცით ჩართულია გრიგოლ ღვთისმეტყველის შემსწავლელ საერთაშორისო პროგრამაში (რომელიც 1976 წლიდან არსებობს. 1987 წ. ევროპის საბჭომ ამ სამუშაოს საერთაშორისო სტატუსი მიანიჭა და ჩართო [[ევროპა]]ში მიმდინარე სამეცნიერო კვლევათა ინტერნაციონალურ პროგრამაში). სამუშაოს ახორციელებს ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის ჯგუფი პროფ. ი. მოსეის, ბ. კულის, მ. ზიხერლის ხელმძღვანელობით. ლუვენის ჯგუფთან თანამშრომლობენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ჯგუფები. ამჟამად გრიგოლ ნაზიანზელის კვლევის ევროპულ ცენტრს ხელმძღვანელობს პროფ. ბ. კული. ლუვენის ჯგუფთან ერთად ამ საკითხზე მუშაობს აგრეთვე მიუნსტერის ვესტფალიის უნივერსიტეტის ბიზანტინისტთა ჯგუფი პროფ. მ. ზიხერლის ხელმძღვანელობით.
 +
 
 +
შრომები ქვეყნდება ცნობილი სერიით Corpus Christianorum, Series Graeca. Corpus Nazianzenum. აგრეთვე Studien zur Geschichte und Kultur des Altertums (სერიით Forschungen zu Gregor von Nazianz. სერიის რედაქტორები არიან პროფესორები ბ. კული, ჟ. მოსეი, მ. ზიხერლი. ამ სერიით გამოქვეყნდა თ. ბრეგაძის მიერ შედგენილი გრიგოლის შრომათა შემცველ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, გრიგოლის ტექსტების პუბლიკაციის 5 ტომი, ფსევდონონეს მითოლ. კომეტარები. დანარჩენი მასალა გადაცემულია დასაბეჭდად.
 +
 
 +
==ლიტერატურა==
 +
* ბასილი კესარიელი, გრიგოლ ნაზიანზელი, წერილები, ნ. ქაჯაიას გამოც., თბ., 2006;
 +
* ბეზარაშვილი ქ., გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა მნიშვნელობა ქართული სიტყვიერი კულტურისათვის, ლიტერატურული ძიებანი, №26, 2005;
 +
* მისივე., რიტორიკისა და თარგმანის თეორია და პრაქტიკა გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა ქართული თარგმანების მიხედვით, თბ., 2004;
 +
* ბრეგაძე თ, გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებათა შემცველ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, თბ., 1988;
 +
* კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, 1, თბ., 1980;
 +
* მაჭავარიანი მ., დავით ტბელის მიერ თარგმნილი გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებები და ამ თარგმანების შემცველი ხელნაწერები, მრავალთავი, №20, თბ., 2004;
 +
* მელიქიშვილი ნ., ბასილი კესარიელის, გრიგოლ ნაზიანზელის, გრიგოლ ნოსელისა და იოანე ოქროპირის ჰომილეტიკური თხზულებები ქართულ ენაზე, თბ., 2000;
 +
* ფსევდონონეს მითოლოგიურ კომენტართა ქართული თარგმანები, თ. ოთხმეზურის გამოც., თბ., 1989;
 +
* ცერაძე თ, რამდენიმე უცნობი იერუსალიმური ფრაგმენტის იდენტიფიკაციისათვის, ისტორიულ-ფილოლოგიური ჟურნ., 2, თბ., 2001;
 +
* BezarashvilIK., The Significance of Gregory the Theologian’s Works for the Georgian Literary Tradition, in: Le Muséon, t. 118, 2005; Pseudo-Nonniani in IV orationes Gregorii Nazianzeni commentarii, Versio Iberica, edita a Th. Othkhmezouri (Corpus ChristiaNorum, Series Graeca, 50. Corpus Nazianzenum, 16), Turnhout – Leuven, 2002;
 +
* S. Gregorii Nazianzeni opera, Versio Iberica, IV. Oratio XLIII, edita a B. Coulie et H. Metreveli et K. Bezarachvili, T. Kourt- sikidze, N. Melikichvili, T. Othkhmezouri, M. Rapava (Corpus ChristiaNorum, Series Graeca, 52. Corpus Nazianzenum, 17), Turnhout-Leuven, 2004;
 +
* S. Gregorii Nazianzeni opera, Versio Iberica, V. Orationes XXXXIX, XL, editae a B. Coulie et H. Metreveli et K. Bezarachvili, T. Kourtsikidze, N. Melikichvili, M. Rapava (Corpus ChristiaNorum, Series Graeca, 58. Corpus Nazianzenum, 20), Turnhout-Leuven, 2007.
 +
 
 +
 
 +
== წყარო ==
 +
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია
 
[[კატეგორია:წმინდა მამები]]
 
[[კატეგორია:წმინდა მამები]]
 +
[[კატეგორია:საეკლესიო მწერლები]]
 +
[[კატეგორია:წმინდანები]]
 +
[[კატეგორია:სასულიერო პირები]]
 +
[[კატეგორია:კონსტანტინეპოლის პატრიარქები]]

მიმდინარე ცვლილება 01:48, 19 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

გრიგოლ ღვთისმეტყველი

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი - ღვთისმეტყველი, (ნაზიანზელი), (IV ს.), ღვთისმეტყველი, მწერალი, პოეტი და მოაზროვნე.

თავდაპირველად ბრწყინვალე რიტორიკული და ფილოსოფიური განათლება მიიღო ალექსანდრიაში, შემდეგ – ათენის წარმართულ აკადემიაში, სადაც დაუმეგობრდა ბასილი კესარიელს. აქვე გაიცნო მომავალი იმპერატორი იულიანე განდგომილი.

379 წლიდან კონსტანტინოპოლის საპატრიარქო კათედრა ეჭირა 381 წ. თავმჯდომარეობდა კონსტანტინოპოლის მეორე მსოფლიო კრებას, მაგრამ კრების მსვლელობის პერიოდშივე გადადგა პატრიარქობიდან, რადგან მისი საჭეთმპყრობელობის კანონიერება ზოგიერთმა საეკლესიო მოღვაწემ უმართებულოდ მიიჩნია.

იგი ნაზიანზის ეპისკოპოსობას დაუბრუნდა. გრიგოლ ნაზიანზელი უმდიდრესი ლიტერატურული მემკვიდრეობის ავტორია. მისი თხზულებები აღმოსავლური ქრისტიანული სამყაროს მრავალ ენაზეა თარგმნილი. გარკვეულია, რომ ძველი ქრისტიანულ სამყაროში, ბიბლლიური წიგნების ციტირების შემდეგ ყველაზე ხშირად წმ. გრიგოლის თხზულებების ციტირება ხდებოდა. ფართოდ იყო გავრცელებული ეს თხზულებები ქართულ ქრისტიანულ სამყაროშიც. მისი თარგმანები დღეისთვის ორასამდე ქართულ ხელნაწერშია დაცული. გრიგოლის თხზულებების ქართული ვერსიების მნიშვნელობა დიდია, ერთი მხრივ, ბერძნული მეორე მხრივ, ქართული მწერლობის ისტორიისთვის, რამდენადაც მისი თეოლოგიური თხზულებების მსოფლმხედველობა და სახეობრივი აზროვნება თარგმანების საშუალებით აისახებოდა ქართულ ორიგინალურ ლიტერატურაში. ამავე დროს ეს თარგმანები გამოხატავს იმ კულტურულ ორიენტაციას და გარემოს, რომელშიაც მოღვაწეობდნენ ქართველი მთარგმნელები საზღვარგარეთის სამწიგნობრო კერებში.

[რედაქტირება] გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა ქართული თარგმანები

ქართულ ენაზე წმ. გრიგოლის თხზულებების თარგმნა ადრეული პერიოდიდანვე დაუწყიათ. მრავალთავების სახელით ცნობილ ლიტურგიკულ კრებულებში, რომლებიც IX-XI სს. თარიღდება, მოთავსებულია შობისა და ნათლისღების ჰომილიების (Or. 38, Or. 39) ადრეულ საუკუნეებში შესრულებული ანონიმური თარგმანები (სვანური მრავალთავი სხეც. A-19, X ს., ათონის მრავალთავი – cod. Ath. ber. 11, X ს., პარხლის მრავალთავი სხეც. A-95, XI ს.). ამ თარგმანებში დაცულია აღნიშნული ტექსტების ლიტურგიკული საჭიროებისთვის შემოკლებული ვერსიები, რომლებიც რედაქციულად საგრძნობლად განსხვავდება ორიგინალის დღეისთვის ცნობილი ტექსტისგან (ნ. მელიქიშვილი, მ. რაფავა). გრიგოლ ოშკელს X ს-ში სომხურიდან უთარგმნია გრიგოლ ღვთისმეტყველის ორი ჰომილია (Or. 7, Or. 27, მოთავსებული XI ს. ხელნაწერებში A-87, S-1696), რომელთა ტექსტები სრულიად განსხვავდება როგორც ბერძნული, ისე დღეისთვის ცნობილი სომხური ტექსტებისგან და მათში დასტურდება მთარგმნელისეული რედაქტირების კვალი (მ. რაფავა). მაგრამ გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებების ინტენსიური თარგმნა მხოლოდ ათონის სკოლიდან იწყება.

გრიგოლ ღვთისმეტყველის ჰომილიები (XII ს.)

გრიგოლ ღვთისმეტყველის შემოქმედების სრულყოფილად თარგმნის ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული მისი თხზულებების სრული კორპუსის (50-51 საკითხავიანი კრებულები) ჩამოყალიბებასთან, რაც IX-XI სს. უკავშირდება. ცნობილია, რომ ქართველი მოღვაწენი ცდილობდნენ ბიზანტიურ ლიტერატურაში მომხდარი ყოველი სიახლის გადმოღებას. ეფთვიმე (ექვთიმე) მთაწმიდელი საფუძველს უყრის გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა სრული კორპუსის ქართულად თარგმნის პირველ ეტაპს. X ს. ბოლო მეოთხედში ექვთიმეს ბასილი კესარიელის ჰომილიათა კრებულისთვის (H-2251, X ს.) უნდა ეთარგმნა გრიგოლ ღვთისმეტყველისეული ბასილის ეპიტაფია (Or. 43), რომელიც მან ცხოვრების ჟანრის თხზულებად გადააკეთა (ც. ქურციკიძე); ასევე რამდენიმე სხვა ლიტურგიკული ჰომილია (მაკაბელთა მიმართ – Or. 15, ნათლისღებისთვის – Or. 40), შობის ჰომილია (Or. 38) მაქსიმე აღმსარებლისეული კომენტარებით (Ath. 68, 1002-05) და გრიგოლ ხუცისეული გრიგოლ ღვთისმეტყველის ცხოვრება. ამავე სახით შევიდა შემდგომ ეს თხზულებები გრიგოლ ღვთისმეტყველის ექვთიმე ათონელისეულ კრებულებში: A-92, XI ს. ივირონში ექვთიმეს სიცოცხლეში მისი ავტოგრაფიდან გადაწერილად არის მიჩნეული; A-1, 1031 წ. კონსტანტინოპოლში გადაწერილი; cod. St. Petersb. P 3, 1040 წ. შავ მთაზე კალიპოსის მონასტერში გადაწერილი, S-383, S-413, XI ს. გადაწერილი; A-87, 1071-1081 წწ. გადაწერილი მარიამ დედოფლის დაკვეთით, S-1696, XI ს. 60-80-იან წწ. გადაწერილი პეტრე-პატრიკის მიერ).

გრიგოლ ღვთისმეტყველის ჰომილიები (XII ს.)

ექვთიმემ თარგმნა და შეადგინა გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა ე.წ. მცირე კორპუსი, რომელიც მოიცავდა 15 ლიტურგიკულ ჰომილიას 16-დან (Orr. 1, 45, 44, 41, 15, 19, 38, 43, 39, 40, 11, 21, 42, 16, 14), უმთავრეს თეოლოგიურ საკითხავებს ძისა და სულიწმიდის შესახებ (Orr. 29, 30, 31) და რამდენიმე სხვა საკითხავს (0rr. 20, 37, 2, 3). იოანე ათონელის მიერ შედგენილი ექვთიმეს თარგმანთა ინდექსი (მოთავსებული ექვთიმეს მიერ 1002 წ. თარგმნილ მათეს თავის განმარტების შემცველ ხელნაწერში – Ath. 13) უკვე შეიცავს ინფორმაციას ექვთიმეს თარგმნილ გრიგოლ ღვთისმეტყველის „ცხორებისა და თქუმულნის“, ანუ „წიგნის“ შესახებ (ე. მეტრეველი). ექვთიმეს არ უთარგმნია გრიგოლ ღვთისმეტყველის ერთ-ერთი ლიტურგიკული ჰომილია – წმ. კვიპრიანეს შესხმა (Or. 24), როგორც ჩანს იმიტომ, რომ მან გამოიყენა ამ თხზულების რიტორიკული ფიგურები და წმ. დიმიტრის შესხმად გადააკეთა (მ. მაჭავარიანი). ექვთიმესთვის დამახასიათებელი დიდი კომპოზიციური ცვლილებების გამოყენებით არის შესრულებული Or. 42 ინტერპოლაციებით თეოლგიური ეპისტოლეებიდან (Epist. 101, 102), Or. 20, ინტერპოლაციით Or. 28-დან, აგრეთვე Or. 2 და Or. 3 ჰომილიების თარგმანები (ქ. ბეზარაშვილი). ექვთიმეს მიერ შედგენილი მცირე კორპუსი ქართველი ერის საგანმანათლებლო მიზნებს ემსახურებოდა. ამავე კრებულში შედიოდა კომენტარების თარგმანი (ფსევდონონეს კომენტარების მცირე ნაწილი Or. 39-ზე, მაქსიმე აღმსარებლის თეოლოგიური კომენტარები 0r. 38-ზე), გრიგოლ ხუცისეული გრიგოლ ღვთისმეტყველის ცხოვრება.

გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებებით ქართული კორპუსის შევსების საჭიროება, როგორც ჩანს, მალევე დადგა. ეს მისია, სავარაუდოდ, ეფთვიმე (ექვთიმე) მთაწმიდელის წრემ დაავალა დავით ტბელს, რომლის თარგმანები გრიგოლის ქართული კორპუსის შექმნის მეორე ეტაპია. როგორც ბოლო დროს გამოირკვა, ეს თარგმანები, რომელმაც შეავსო ეფთვიმე (ექვთიმე) მთაწმიდელის კრებულები, XI ს. პირველ მეოთხედს განეკუთვნება. დავითმა თარგმნა მანამდე უთარგმნელი ერთი ლიტურგიკული ჰომილია (Or. 24), ერთი თეოლ. ჰომილია (Or. 28) და რამდენიმე არალიტურგიკულიჰომილია (Orr. 2, 4, 8, 9, 10, 12, 34, 36, epist. 101). თავისი მთარგმნელობითი მეთოდით დავით ტბელი ათონელთა მიმდევარია, თუმცა მას თავის თარგმნებში ექვთიმეს მასშტაბის დიდი კომპოზიციური ცვლილებები არ შეაქვს. საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიისა და ბიბლიის ციტირების გადმოტანის თვალსაზრისით, დავით ტბელის თარგმანი ელინოფილურს უახლოვდება .გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებების დავით ტბელისეული თარგმანები გარდამავალი საფეხურია ათონურსა და ელინოფილური სკოლების მთარგმნელობით პრინციპებს შორის. მას, შესაძლოა, შავ მთაზე ეთარგმნა გრიგოლ ღვთისმეტყველის ეს თხზულებები.

გრიგოლ ღვთისმეტყველის ჰომილიები (XII ს.)

გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებების ქართულად თარგმნის ბოლო, დამაგვირგვინებელი ეტაპია ეფრემ მცირის მიერ შავ მთაზე შესრულებული თარგმანები, რითაც მან სრულყო ექვთიმესა და დავითის მიერ დაწყებული ქართული კორპუსის ბერძნულიდან თარგმნა (რასაც საგანგებოდ აღნიშნავს თავის კოლოფონში – A-292, 1800 წ., 329 r-v). ამ მიზნით მან უპირველესად თარგმნა ის არალიტურგიკული საკითხავები, რომლებიც არ ჰქონდათ ნათარგმნი ექვთიმესა და დავითს, თავადვე განსაზღვრა მათი რაოდენობა, როგორც „ათცხრამეტი აპორიტასი“, ანუ ლიტურგიკისთვის უცხო საკითხავებისა (ერთხანს გრიგოლის 19 საიდუმლო ჰიმნის თარგმნილი ეგონათ) და შემოგვინახა ინფორმაცია ამ ბერძნული ტერმინით (აპორეტონ/აპორეტა) გრიგოლის არალიტურგიკული თხზულებების აღნიშვნის შესახებ (A-292,279 v. ქ. ბეზარაშვილი). ამავე პრინციპით და ბერძნულ დედანთან დაახლოების მიზნით ეფრემმა ხელმეორედ თარგმნა გრიგოლ ოშკელის მიერ სომხურიდან თარგმნილი ორი თხზუულება (სათანადო ანდერძის დართვით: სომეხისა შვილსა და ბერძენისა შვილიშვილსა საკუთარი შვილი ვარჩიეო, A-292, 312r) და ეფთვიმე (ექვთიმე) მთაწმიდელის მიერ თარგმნილი Or. 3. ეს აპორიტები ეფრემს თავისი მოღვაწეობის პირველ პერიოდში უთარგმნია სიტყვაშემატებითი, ანუ განვრცობითი მეთოდით.

ამით ეფრემმა შეავსო და დაასრულა გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა სრული კორპუსი ქართულად და დაუახლოვა იგი 51-საკითხავიან ბერძნულ სრულ კორპუსს. კორპუსის ეს ტიპი მოიცავს გრიგოლის 44 ჰომილიას (აკლია მხოლოდ Or. 35), ოთხ თეოლოგიურ ეპისტოლეს (Epist. 101. 102. 202. 243), ორ მეტაფრასს (Metaphrasis in Ecclesiasten, Signification in Ezechielem), ერთ ლექსს, ე.წ. ბიზანტიური რიტმული პოეზიის ნიმუშს (Exhortatio ad virginem – c. I, 2, n. 3). ეფრემი ცდილობს შედგენილობის თვალსაზრისით შექმნას ბერძნულის ანალოგიური და მაქსიმალურად სრულყოფილი კრებული ძირითადი და დამატებითი საკითხავებით, მაგ., ძირითად საკითხავებთან ერთად დანართების სახით გრიგოლის ეფრემისეული კრებულები შეიცავს გრიგოლ ხუცისეულ გრიგოლ ღვთისმეტყველის ცხოვრებას (VII ს.), ჰომილიებზე დართულ ბასილი მინიმუსის კომენტარებს (X ს.), იამბიკოებს, ნიკიტა ჰერაკლიელისეულ პარაფრასს c. II, 2, n. 119-ზე (X ს.) და ა.შ. ეფრემის, როგორც ელინოფილი მოღვაწის, მიზანი იყო მაქსიმალურად დაახლოება ბერძნულ დედნებთან როგორც ხელნაწერი კრებულების შედგენილობის მხრივ, ისე ტექსტობრივი თვალსაზრისით (ქ. ბეზარაშვილი). ეფრემის ერთმა კრებულმა (Jer. 13, XII ს.) შემოინახა სოფრონ იერუსალიმელის მიერ შედგენილი გრიგოლ ნაზიანზელის შესხმის ტექსტი, რომლის ბერძნული დედანი დღესდღეობით დაკარგულად არის მიჩნეული.

გრიგოლ ღვთისმეტყველის ჰომილიები (XII ს.)

ეფრემმა მხოლოდ კორპუსის დასრულების შემდეგ (არალიტურგიკული საკითხავების თარგმნის შემდეგ) ხელმეორედ თარგმნა ექვთიმეს მიერ მანამდე თარგმნილი გრიგოლის 16 ლიტურგიკული ჰომილია ბერძნულთან მაქსიმალურად დაახლოების მიზნით და ტერმინოლოგიური პრეციზიულობით (ე. ჭელიძე), რაც ექვთიმეს თარგმანების საყოველთაო დანიშნულებისგან განსხვავებით, მხოლოდ განსწავლულთა მცირე წრისთვის იყო გამიზნული (ეფრემის კოლოფონის მიხედვით. Jer. 43, 1-4 r-v). ეს თარგმანები შესანიშნავად შედგენილი ცალკე კრებულების სახით ჩამოყალიბდა და გავრცელდა (A-109, XII-XIII სს., A-1490, XII-XIII სს., Jer.43, XII-XIII სს., Jer. 8 / Jer. 157, XII b., Jer. 15 / Jer. 157, XII b., Jer. 13, XIII-XIV bb., Sin. 79, XII-XIII სს., K 9, XIII ს.). ეფრემის ეს კრებულები მკვეთრად ელინიზებულია. ისინი სრულყოფილად იმეორებს ბიზანტიური წიგნის ატრიბუტიკას თავისი მარგინალური ნიშნებით, პროსოდიით, სტიქომეტრიით, იკონოგრაფიით, კომენტირების ტექნიკით და ა.შ. 16 ლიტურგიკული ჰომილიის ეფრემისეული თარგმანი შესრულებულია მისი მოღვაწეობის ბოლო პერიოდში, 1089-1100 წწ. ეფრემის თარგმანების ჩვენამდე შემორჩენილი ერთადერთი სრულყოფილი კრებულის (A-292, 1800 წ.) არქეტიპად მიიჩნევა ორტომეული, რომლის პირველი ტომი 16 ლიტურგიკულ ჰომილიას მოიცავდა, ხოლო მეორე ტომი – არალიტურგიკულ საკითხავებს (ამას მოწმობს გადამწერის ანდერძი – A-292, 405 r-v). ეფრემის მიერ შედგენილი კრებულების ჟანრული მრავალფეროვნება განაპირობებდა მისი მთარგმნელობითი მეთოდის ნაირგვარობას ერთი კრებულის ფარგლებში (თავისუფალს – ერთი მხრივ და ელინოფილურს, ადეკვატურს – მეორე მხრივ. ეფრემსვე ეკუთვნის გრიგოლის პოეზიის პირველი ქართული თარგმანი – ვრცელი და მცირე გნომური ლექსების საფუძველზე (cc. 1, 2, nn. 32, 33, 19, 39, 40) შედგენილი ე.წ. ასეული იამბიკო, რომელიც კრებულებში ლიტურგიკული ჰომილიებთან ერთად იყო მოთავსებული (A-109, Jer. 43, XII-XIII სს.). ფაქტობრივად, ამ თარგმანით ეყრება საფუძველი ქართულ მწერლობაში წმინდა ლიტერატურულ პოეზიას, რომელსაც ლიტურგიკულისგან განსხვავებული დანიშნულება ჰქონდა.

გრიგოლის კრებულებზე მუშაობის ბოლო ეტაპია გელათური სკოლა. ამ სკოლაში ანონიმის მიერ მესამედ ითარგმნა გრიგოლის ერთი ჰომილია (ორ. 2), რომელიც მანამდე ექვთიმე ათონელსა და დავით ტბელს ჰქონდათ თარგმნილი, შეიქმნა გრიგოლის კრებულების ლიტურგიკული საკითხავებისთვის მიძღვნითი იამბიკოები; ამავე სკოლაში ანონიმი მოღვაწის მიერ სასწავლო დანიშნულებისთვის ითარგმნა გრიგოლის პოეზიის ნაწილი (ვრცელი გნომური ლექსები ზოგიერთი კომენტარით 2, nn. 31, 32, 33, 34; მცირე ლექსები და აღსარებითი ჰიმნები c. I, 1, nn. 13, 16; c. I, 2, n. 7; c. II, 1, nn. 14, 24, 25, 26, 56, 58, 60, 62, 63, 64, 78, 79, 80, 99 etc. შემორჩენილი ხელნაწერით – S-2568, XVIII ს.) და 43-ე ჰომილიის (ბასილის ეპიტაფიის) ფრაგმენტი ნიკიტა ჰერაკლიელისეული XI ს. კომენტარით, რომელიც იოანე პეტრიწის ე.წ. ბოლოსიტყვის ერთ-ერთ ნაწილად იყო მიჩნეული. თავისი შინაარსით ისიც სასწავლო დანიშნულებისაა და ზოგადსაგანმანათლებლო დისციპლინების სწავლებას ეხება.

გრიგოლ ღვთისმეტყველის ჰომილიები (XII ს.)

გრიგოლ ღვთისმეტყველის ქართულ კრებულებში აისახა მის თხზულებებზე დაწერილი კომენტარების თარგმანიც: ფსევდონონეს მითოლ. კომენტარების თარგმანი ეფრემ მცირის მიერ (დართული ჰომილიებზე – or. 4, or. 5, or. 39, or. 43); ბასილი მინიმუსის კომენტარებისა ეფრემის მიერ, რომლებიც ერთვის გრიგოლის 16 ლიტურგიკულ ჰომილიას (A-109, Jer. 43, Jer. 15, Jer. 13).

ეფრემისეულმა კრებულებმა შემოინახა მისი უნიკალური კოლოფონები: ანდერძ-მინაწერები, შენიშვნები, ბიზანტიური წინასიტყვაობების (პროოემიონ) მსგავსად შედგენილი შესავალი ეპისტოლეები, სადაც მან ჩამოაყალიბა მთარგმნელობითი თეორია და ლიტერტურულ-თეორიული შეხედულებები, გრამატიკულ-სტილისტური, ლექსიკოლოგიური შენიშვნები და ა.შ. გრიგოლის შრომებთან დაკავშირებით (Jer.43, Jer. 13, Jer. 8/157, A-292).

გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებების ეფრემისეული თარგმანების მნიშვნელობა უდიდესია ქართული მწერლობისა და კულტურისთვის ზოგადად. გრიგოლის აზრების ეფრემისეული გააზრება და ფორმულირებები გავრცელდა ქართულ მწერლობაში, რამაც ხელი შეუწყო დადებითი დამოკიდებულების შექმნას ე.წ. „გარეშე“, ანუ საერო სიბრძნისადმი, რაც თავისებურად აისახა ორიგინალურ ქართულ მწერლობაშიც და ხელი შეუწყო საერო ლიტერატურის აღმოცენებას.

გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა ქართული თარგმანების შესწავლა და პუბლიკაცია ხორციელდება სხეც-ის მიერ. XX ს. 80-იანი წლებიდან აკად. ე. მეტრეველის ხელმძღვანელობით ცენტრის (ინ-ტის) ჯგუფი პროფესორ ჟ. გარიტის რეკომენდაცით ჩართულია გრიგოლ ღვთისმეტყველის შემსწავლელ საერთაშორისო პროგრამაში (რომელიც 1976 წლიდან არსებობს. 1987 წ. ევროპის საბჭომ ამ სამუშაოს საერთაშორისო სტატუსი მიანიჭა და ჩართო ევროპაში მიმდინარე სამეცნიერო კვლევათა ინტერნაციონალურ პროგრამაში). სამუშაოს ახორციელებს ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის ჯგუფი პროფ. ი. მოსეის, ბ. კულის, მ. ზიხერლის ხელმძღვანელობით. ლუვენის ჯგუფთან თანამშრომლობენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ჯგუფები. ამჟამად გრიგოლ ნაზიანზელის კვლევის ევროპულ ცენტრს ხელმძღვანელობს პროფ. ბ. კული. ლუვენის ჯგუფთან ერთად ამ საკითხზე მუშაობს აგრეთვე მიუნსტერის ვესტფალიის უნივერსიტეტის ბიზანტინისტთა ჯგუფი პროფ. მ. ზიხერლის ხელმძღვანელობით.

შრომები ქვეყნდება ცნობილი სერიით Corpus Christianorum, Series Graeca. Corpus Nazianzenum. აგრეთვე Studien zur Geschichte und Kultur des Altertums (სერიით Forschungen zu Gregor von Nazianz. სერიის რედაქტორები არიან პროფესორები ბ. კული, ჟ. მოსეი, მ. ზიხერლი. ამ სერიით გამოქვეყნდა თ. ბრეგაძის მიერ შედგენილი გრიგოლის შრომათა შემცველ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, გრიგოლის ტექსტების პუბლიკაციის 5 ტომი, ფსევდონონეს მითოლ. კომეტარები. დანარჩენი მასალა გადაცემულია დასაბეჭდად.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ბასილი კესარიელი, გრიგოლ ნაზიანზელი, წერილები, ნ. ქაჯაიას გამოც., თბ., 2006;
  • ბეზარაშვილი ქ., გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა მნიშვნელობა ქართული სიტყვიერი კულტურისათვის, ლიტერატურული ძიებანი, №26, 2005;
  • მისივე., რიტორიკისა და თარგმანის თეორია და პრაქტიკა გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა ქართული თარგმანების მიხედვით, თბ., 2004;
  • ბრეგაძე თ, გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებათა შემცველ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, თბ., 1988;
  • კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, 1, თბ., 1980;
  • მაჭავარიანი მ., დავით ტბელის მიერ თარგმნილი გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებები და ამ თარგმანების შემცველი ხელნაწერები, მრავალთავი, №20, თბ., 2004;
  • მელიქიშვილი ნ., ბასილი კესარიელის, გრიგოლ ნაზიანზელის, გრიგოლ ნოსელისა და იოანე ოქროპირის ჰომილეტიკური თხზულებები ქართულ ენაზე, თბ., 2000;
  • ფსევდონონეს მითოლოგიურ კომენტართა ქართული თარგმანები, თ. ოთხმეზურის გამოც., თბ., 1989;
  • ცერაძე თ, რამდენიმე უცნობი იერუსალიმური ფრაგმენტის იდენტიფიკაციისათვის, ისტორიულ-ფილოლოგიური ჟურნ., 2, თბ., 2001;
  • BezarashvilIK., The Significance of Gregory the Theologian’s Works for the Georgian Literary Tradition, in: Le Muséon, t. 118, 2005; Pseudo-Nonniani in IV orationes Gregorii Nazianzeni commentarii, Versio Iberica, edita a Th. Othkhmezouri (Corpus ChristiaNorum, Series Graeca, 50. Corpus Nazianzenum, 16), Turnhout – Leuven, 2002;
  • S. Gregorii Nazianzeni opera, Versio Iberica, IV. Oratio XLIII, edita a B. Coulie et H. Metreveli et K. Bezarachvili, T. Kourt- sikidze, N. Melikichvili, T. Othkhmezouri, M. Rapava (Corpus ChristiaNorum, Series Graeca, 52. Corpus Nazianzenum, 17), Turnhout-Leuven, 2004;
  • S. Gregorii Nazianzeni opera, Versio Iberica, V. Orationes XXXXIX, XL, editae a B. Coulie et H. Metreveli et K. Bezarachvili, T. Kourtsikidze, N. Melikichvili, M. Rapava (Corpus ChristiaNorum, Series Graeca, 58. Corpus Nazianzenum, 20), Turnhout-Leuven, 2007.


[რედაქტირება] წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები