დებორა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Debora.jpg|thumb|250პქ|გუსტავ დორე. დებორა, 1874.]]
 
[[ფაილი:Debora.jpg|thumb|250პქ|გუსტავ დორე. დებორა, 1874.]]
'''დებორა''' - [[ძველი აღთქმა|ძველი აღთქმის]] პერსონაჟი წინასწარმეტყველი ქალი, რომელიც ცხოვრობდა ეფრემის მთაზე. მან ქანაანის მეფე იაბინის წინააღმდეგ აამხედრა ისრაელიანები და კიდეც გაიმარჯვეს [[ებრაელები|ებრაელებმა]].
+
'''დებორა''' (დაახლ. ძვ.წ. XII) – ბიბილიური გმირი და [[ისრაელი|ისრაელის]] მსაჯული. [[ებრაელები|ებრაელთა]] მეთაური და სულისჩამდგმელი [[ქანაანელები|ქანაანელთა]] ქალაქის, ხაცორის მეფის, [[იაბინი|იაბინის]] წინააღმდეგ [[ომი|ომში]].  
  
 +
დებორას ისრაელისთვის მძიმე პერიოდში მოუწია მოღვაწეობა, რადგან ქანაანში ახლამოსულ ებრაელებს უამრავი მტერი ჰყავდათ და ისინი ყველა მხრივ ავიწროებდნენ მათ. ქანაანური ქალაქის, ხაცორის მეფე, იაბინი აპირებდა ებრაელთა დაპყრობას და ამისთვის დიდი [[ლაშქარი]] შეკრიბა სიმამაცით და ფიზიკური ძალით განთქმული [[მხედართმთავარი|მხედართმთავრის]], სისერას მეთაურობით. როდესაც ებრაელებმა ამის შესახებ შეიტყვეს, დებორას სთხოვეს წინამძღოლობა გაეწია მათთვის, მაგრამ მან გადაწყვიტა, რომ [[ჯარი|ჯარის]] [[სარდალი]] კაცი უნდა ყოფილიყო და დახმარებისთვის ბარაკს მიმართა, რომელიც ნაფთალის ტომის ტერიტორიაზე მოსახლეობდა. ბარაკს უნდა შეეკრიბა [[არმია]] ნაფთალისა და [[ზაბულონი|ზაბულონის]] ტომებისაგან და დებორასთან გამოცხადებულიყო [[თაბორის მთა|თაბორის მთასთან]]. ბარაკი დასთანხმდა, მხოლოდ იმ პირობით, რომ ომში მასთან ერთად დებორაც უნდა ყოფილიყო. ამით ის [[ბრძოლა|ბრძოლაში]] გამარჯვების დიდებას მარტო ვერ მიიღებდა და დებორასაც გაუზიარებდა. როდესაც ბარაკი თაბორის მთასთან მივიდა ზაბულონისა და ნაფთალის ტომების [[ლაშქარი|ლაშქრით]], მას იქ დებორა შეეგება, რომელსაც ეფრემის (ეფრაიმის), ბენიამინის, ისახარის და მენაშეს ტომთა ჯარი ახლდა. სხვა ტომების არმია არ მოიხსენიება. მალე თაბორის მთასთან ქანაანელთა არმიის სარდალმა, სისერამ მოუყარა თავი ჯარს. [[ბიბლია|ბიბლიის]] მიხედვით მას რკინის საბრძოლო ეტლები ჰქონდა. ქანაანელი ქვეითები საკმაოდ კარგად იყვნენ აღჭურვილები [[შუბი|შუბებით]] და დიდი [[ფარი|ფარებით]]. ქანაანელ მსუბუქ ქვეითებს კი [[შურდული|შურდულები]] და [[მშვილდი|მშვილდ]]-[[ისარი|ისრები]] ჰქონდათ. ებრაელთა ჯარი თითქმის მთლიანად ქვეითი [[მეომარი|მეომრებისგან]] შედგებოდა, რომლებიც შეიარაღებულები იყვნენ შურდულებით, შუბებით და ფარებით. მეგიდოს მახლობლად ებრაელებმა ქანაანელებს შეუტიეს და ბრძოლა გაუმართეს. თავდაპირველად ორივე მხარე გამხეცებით ჩეხავდა ერთმანეთს, მაგრამ შემდეგ ებრაელებმა ბარაკის მეთაურობით გაარღვიეს მტრის რიგები და ნელ-ნელა დაიწყეს ქანაანელების ამოჟლეტვა. სისერამ საბრძოლო ეტლები წარუმატებლად გამოიყენა, ამიტომ ამ დიდმა [[იარაღი (იურიდიული)|იარაღმა]], რომელსაც გაშლილ ველზე საზარელი ძალა გააჩნდა, ვერანაირი ცვლილება ვერ შეიტანა შეტაკების მიმდინარეობაში.
  
 +
თვითონ სისერა დამარცხების შემდეგ ბრძოლიდან გაიქცა და ერთგან [[კარავი|კარავში]] გაჩერდა დასასვენებლად. ეს მისთვის დამღუპველი აღმოჩნდა. კარვის მეპატრონე ქალმა, სახელად იაელმა ქანაანელი [[მხედართმთავარი]] ძილის დროს მოკლა.
  
 +
ამ დიდებული გამარჯვების აღსანიშნავად დებორამ და ბარაკმა უფლის სადიდებელი [[ჰიმნი]] შეადგინეს, რომელსაც „დებორას სიმღერა“ ეწოდება. ეს ლექსი დაახლ. ძვ.წ. VIII საუკუნისაა, თუმცა ზოგიერთი მეცნიერის აზრით ძვ.წ. XII საუკუნეშია დაწერილი. მიუხედავად ამისა, დებორას სიმღერა უძველესია ისრაელის პოეზიის ისტორიაში.
  
 +
ამ ბრძოლის შემდეგ დებორაზე არავითარი ცნობები აღარ არსებობს. უცნობია როგორ გააგრძელა მსაჯულობა, სად გარდაიცვალა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მან ორმოცწლიანი მშვიდობა მოუტანა თავის ხალხს.
  
  
  
 
+
==წყარო==
 
+
[[ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია]]
 
+
== წყარო ==
+
* ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
+
 
+
 
+
  
 
[[კატეგორია:ძველი აღთქმის პერსონაჟები]]
 
[[კატეგორია:ძველი აღთქმის პერსონაჟები]]
 
[[კატეგორია: ბიბლიური პერსონაჟები]]
 
[[კატეგორია: ბიბლიური პერსონაჟები]]
 
[[კატეგორია:მისნები]]
 
[[კატეგორია:მისნები]]
[[კატეგორია:ძველი აღთქმა]]
+
[[კატეგორია:ისრაელის მსაჯულები]]

11:34, 26 ივნისი 2018-ის ვერსია

გუსტავ დორე. დებორა, 1874.

დებორა (დაახლ. ძვ.წ. XII) – ბიბილიური გმირი და ისრაელის მსაჯული. ებრაელთა მეთაური და სულისჩამდგმელი ქანაანელთა ქალაქის, ხაცორის მეფის, იაბინის წინააღმდეგ ომში.

დებორას ისრაელისთვის მძიმე პერიოდში მოუწია მოღვაწეობა, რადგან ქანაანში ახლამოსულ ებრაელებს უამრავი მტერი ჰყავდათ და ისინი ყველა მხრივ ავიწროებდნენ მათ. ქანაანური ქალაქის, ხაცორის მეფე, იაბინი აპირებდა ებრაელთა დაპყრობას და ამისთვის დიდი ლაშქარი შეკრიბა სიმამაცით და ფიზიკური ძალით განთქმული მხედართმთავრის, სისერას მეთაურობით. როდესაც ებრაელებმა ამის შესახებ შეიტყვეს, დებორას სთხოვეს წინამძღოლობა გაეწია მათთვის, მაგრამ მან გადაწყვიტა, რომ ჯარის სარდალი კაცი უნდა ყოფილიყო და დახმარებისთვის ბარაკს მიმართა, რომელიც ნაფთალის ტომის ტერიტორიაზე მოსახლეობდა. ბარაკს უნდა შეეკრიბა არმია ნაფთალისა და ზაბულონის ტომებისაგან და დებორასთან გამოცხადებულიყო თაბორის მთასთან. ბარაკი დასთანხმდა, მხოლოდ იმ პირობით, რომ ომში მასთან ერთად დებორაც უნდა ყოფილიყო. ამით ის ბრძოლაში გამარჯვების დიდებას მარტო ვერ მიიღებდა და დებორასაც გაუზიარებდა. როდესაც ბარაკი თაბორის მთასთან მივიდა ზაბულონისა და ნაფთალის ტომების ლაშქრით, მას იქ დებორა შეეგება, რომელსაც ეფრემის (ეფრაიმის), ბენიამინის, ისახარის და მენაშეს ტომთა ჯარი ახლდა. სხვა ტომების არმია არ მოიხსენიება. მალე თაბორის მთასთან ქანაანელთა არმიის სარდალმა, სისერამ მოუყარა თავი ჯარს. ბიბლიის მიხედვით მას რკინის საბრძოლო ეტლები ჰქონდა. ქანაანელი ქვეითები საკმაოდ კარგად იყვნენ აღჭურვილები შუბებით და დიდი ფარებით. ქანაანელ მსუბუქ ქვეითებს კი შურდულები და მშვილდ-ისრები ჰქონდათ. ებრაელთა ჯარი თითქმის მთლიანად ქვეითი მეომრებისგან შედგებოდა, რომლებიც შეიარაღებულები იყვნენ შურდულებით, შუბებით და ფარებით. მეგიდოს მახლობლად ებრაელებმა ქანაანელებს შეუტიეს და ბრძოლა გაუმართეს. თავდაპირველად ორივე მხარე გამხეცებით ჩეხავდა ერთმანეთს, მაგრამ შემდეგ ებრაელებმა ბარაკის მეთაურობით გაარღვიეს მტრის რიგები და ნელ-ნელა დაიწყეს ქანაანელების ამოჟლეტვა. სისერამ საბრძოლო ეტლები წარუმატებლად გამოიყენა, ამიტომ ამ დიდმა იარაღმა, რომელსაც გაშლილ ველზე საზარელი ძალა გააჩნდა, ვერანაირი ცვლილება ვერ შეიტანა შეტაკების მიმდინარეობაში.

თვითონ სისერა დამარცხების შემდეგ ბრძოლიდან გაიქცა და ერთგან კარავში გაჩერდა დასასვენებლად. ეს მისთვის დამღუპველი აღმოჩნდა. კარვის მეპატრონე ქალმა, სახელად იაელმა ქანაანელი მხედართმთავარი ძილის დროს მოკლა.

ამ დიდებული გამარჯვების აღსანიშნავად დებორამ და ბარაკმა უფლის სადიდებელი ჰიმნი შეადგინეს, რომელსაც „დებორას სიმღერა“ ეწოდება. ეს ლექსი დაახლ. ძვ.წ. VIII საუკუნისაა, თუმცა ზოგიერთი მეცნიერის აზრით ძვ.წ. XII საუკუნეშია დაწერილი. მიუხედავად ამისა, დებორას სიმღერა უძველესია ისრაელის პოეზიის ისტორიაში.

ამ ბრძოლის შემდეგ დებორაზე არავითარი ცნობები აღარ არსებობს. უცნობია როგორ გააგრძელა მსაჯულობა, სად გარდაიცვალა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მან ორმოცწლიანი მშვიდობა მოუტანა თავის ხალხს.


წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები