ვარდოშვილი ხარიტონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 22: ხაზი 22:
 
[[კატეგორია:ქართველი მთარგმნელები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მთარგმნელები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 +
[[კატეგორია:ნიკოლაიშვილები]]

მიმდინარე ცვლილება 12:34, 23 აპრილი 2019 მდგომარეობით

ხარიტონ ვარდოშვილი

ვარდოშვილი ხარიტონ ივანეს ძე (ნიკოლაიშვილი) - (დ. - 7.X.1895, სოფ. უჩხოთი - გ. - 15.X.1970, თბილისი) - ქართველი პოეტი და მთარგმნელი.

სარჩევი

[რედაქტირება] ბიოგრაფია

დაამთავრა სოფლის ორკლასიანი სასწავლებელი, მუშაობა დაიწყო ფოთში გაზეთების გამავრცელებლად. 1912-1915 წლებში გორში წიგნის მაღაზიის გამყიდველია; 1915-1916 წლებში იყო გაზ. „თანამედროვე აზრის“ კორექტორი; 1916-1917 წლებში გაზ. „სამშობლოს“ ქრონიკიორი. 1914 წელს პირველი ლექსი გამოაქვეყნა გაზეთ „ახალ აზრში“.

1918 წელს შევიდა თბილისის უნივერსიტეტში სიტყვიერების ფაკულტეტზე თავისუფალ მსმენელად. 1919 წელს იყო გაზ. „საქართველოს რესპუბლიკის“ კორექტორი. 1921 წელს მუშაობას იწყებს გაზ. „კომუნისტის“ რედაქციაში.

1922 წელს იყო გაზ. „მუშას“ და „ნიანგის“ კორექტორი; 1924 წელს გამომცემლობა „სახელგამის“ სტილისტი. 1924 წელს გამოვიდა პირველი პოეტური კრებული „ლექსები“. 1934 წლიდან იყო საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის წევრი. 1939 ჟ. „მნათობის“ პოეზიის განყოფილების გამგე. მოგვიანებით გამოაქვეყნა წიგნები: „ლექსები“ (1942), „სიკეთე“ (1964), „ლექსების კრებული რუსულ ენაზე“ (1945); თარგმნა პუშკინის, მიცკევიჩის, ტიხონოვის, შილერის, გოეთეს ლექსები. მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოში სონეტის ფორმის დამკვიდრებაში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

გაგა ლომიძე

[რედაქტირება] ლიტერატურა

ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994; ქსე, ტ. IV, თბ., 1979.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

ხარიტონ ვარდოშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები