თეთრი გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 11: ხაზი 11:
 
:::::გორაზე მედგა ბერმუხა, ზედ ავიდოდი კიბითა...  
 
:::::გორაზე მედგა ბერმუხა, ზედ ავიდოდი კიბითა...  
  
ძველ ლიტერატურულ ძეგლებში გიორგი [[ვეშაპთმებრძოლობა|ვემაპთმებრძოლია]], [[ქრისტიანობა|ქრისტიანობისათვის]] თავდადებული და მისთვის წამებული. ვემაპთმებრძოლობა გიორგიმ მითოლოგიური და საზღაპრო [[ეპოსი]]დან მიიღო მემკვიდრეობით. [[ქართველები|ქართველთა]] წარმოდგენაში გიორგის სახელს წარმართობასთან ბრძოლის ეპოპეაც უკავშირდება, თუმცა ამ მხატვრული სახის წინამძღვრები სწორედ წარმართულ სიტყვიერებაშია.  
+
ძველ ლიტერატურულ ძეგლებში გიორგი [[ვეშაპთმებრძოლობა|ვემაპთმებრძოლია]], [[ქრისტიანობა|ქრისტიანობისათვის]] თავდადებული და მისთვის წამებული. ვეშაპთმებრძოლობა გიორგიმ მითოლოგიური და საზღაპრო [[ეპოსი]]დან მიიღო მემკვიდრეობით. [[ქართველები|ქართველთა]] წარმოდგენაში გიორგის სახელს წარმართობასთან ბრძოლის ეპოპეაც უკავშირდება, თუმცა ამ მხატვრული სახის წინამძღვრები სწორედ წარმართულ სიტყვიერებაშია.  
  
 
''მ. ჩიქოვანი''  
 
''მ. ჩიქოვანი''  
ხაზი 17: ხაზი 17:
  
 
== ლიტერატურა ==
 
== ლიტერატურა ==
* [[ჯავახიშვილი ივანე|ი. ჯავახიშვილი]], ქ. ერის ისტორია, 1, 1951;  
+
* [[ჯავახიშვილი ივანე|ი.ჯავახიშვილი]], ქ. ერის ისტორია, 1, 1951;  
 
* [[კეკელიძე კორნელი|კ. კეკელიძე]], წმინდა მხედარი, ეტიუდები, II, 1959;  
 
* [[კეკელიძე კორნელი|კ. კეკელიძე]], წმინდა მხედარი, ეტიუდები, II, 1959;  
 
* მასალები საქ. ეთნოგრაფიისათვის, I, 1938;  
 
* მასალები საქ. ეთნოგრაფიისათვის, I, 1938;  
* მ. ჩიქოეანი, ბერძნული და ქართული მითოლოგიის საკითხები. 1971: ხალხური სიტყვიერება, 111. 1953;  
+
* მ. ჩიქოვანი, ბერძნული და ქართული მითოლოგიის საკითხები. 1971: ხალხური სიტყვიერება, 111. 1953;  
 
* ქართული ხალხური პოეზია, I, 1972.
 
* ქართული ხალხური პოეზია, I, 1972.
 
   
 
   

მიმდინარე ცვლილება 00:07, 24 იანვარი 2024 მდგომარეობით

თეთრი გიორგიწმინდა გიორგი, წარმართული პანთეონის ძლიერი ღვთაების – მთვარის შემცვლელი. გიორგის კულტი ფართოდაა ასახული პოეზიაში, საგალობლებსა და რიტუალში. თეთრ გიორგობას აწყურში (კახეთში) 14 აგვისტოს დღესასწაულობდნენ. ღამისთევაზე მოდიოდნენ ქართლ-კახეთიდან და თუშ-ფშავ-ხევსურეთიდან. ქრისტიანულ წესთან ერთად აქ სრულდებოდა წარმართული კულტმსახურება შესაწირავი კურატებით, და ცხვრებით. მონა ქალები ცეკვავდნენ, მისნობდნენ, თეთრად ჩაცმულნი ეკლესიას ირგვლივ უვლიდნენ და გალობდნენ. გიორგის სახელობაზე საქართველოში იმდენი სალოცავი არსებობდა, რამდენიც დღეა წელიწადში. მითებისა და ლეგენდების მიხედვით გიორგი ადამიანთა მეგობარია, მხარში უდგას გაჭირვებულსა და ჩაგრულს. ქომაგი და შუამდეგია მორიგე ღმერთთან. გიორგის მოსავლიანობის, გამრავლების, ბარაქის მომატების საქმე ეკითხება. ქორბეღელას სასიმღერო ლექსში ნათქვამია:

დღესამ დღეობა ვისია? წმინდისა გიორგისია,
ყმათაღ უმატე გიორგი, თუ გინდან მოსახელენი,
პურსაღ უმატე გიორგი, თუ გინდან კოდნი სავსენი,
ცხვარსაღ უმატე გიორგი, თუ გინდან რქა-ჯაგრიანნი.

სახელგანთქმული იყო ხახმატის გიორგის ჯვარი, რომელიც ქაჯებს ებრძოდა და წინ უძღოდა მრევლს ლაშქრობის დროს. ლაშარის გიორგის სახელზე ფშავლები ფერხულში მღეროდნენ:

ბერი გიორგი მეც ვიყავ, ცას ვები ოქროს შიბითა,
გორაზე მედგა ბერმუხა, ზედ ავიდოდი კიბითა...

ძველ ლიტერატურულ ძეგლებში გიორგი ვემაპთმებრძოლია, ქრისტიანობისათვის თავდადებული და მისთვის წამებული. ვეშაპთმებრძოლობა გიორგიმ მითოლოგიური და საზღაპრო ეპოსიდან მიიღო მემკვიდრეობით. ქართველთა წარმოდგენაში გიორგის სახელს წარმართობასთან ბრძოლის ეპოპეაც უკავშირდება, თუმცა ამ მხატვრული სახის წინამძღვრები სწორედ წარმართულ სიტყვიერებაშია.

მ. ჩიქოვანი


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ი.ჯავახიშვილი, ქ. ერის ისტორია, 1, 1951;
  • კ. კეკელიძე, წმინდა მხედარი, ეტიუდები, II, 1959;
  • მასალები საქ. ეთნოგრაფიისათვის, I, 1938;
  • მ. ჩიქოვანი, ბერძნული და ქართული მითოლოგიის საკითხები. 1971: ხალხური სიტყვიერება, 111. 1953;
  • ქართული ხალხური პოეზია, I, 1972.

[რედაქტირება] წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები