თვალის მძივი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: თვალის მძივი '''თვალის მძივი''' – თვალის მძ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Tvalis mzivi.JPG|thumb|150პქ|თვალის მძივი]]
 
[[ფაილი:Tvalis mzivi.JPG|thumb|150პქ|თვალის მძივი]]
'''თვალის მძივი''' – თვალის მძივს: ავგაროზს, [[ამულეტი|ამულეტს]], საკრალურ ნივთს სამკურნალო ძალა ანდა მფარველის თვისებები მიეწერებოდა.  
+
'''თვალის მძივი''' – თვალის [[მძივი|მძივს]]: ავგაროზს, [[ამულეტი|ამულეტს]], საკრალურ ნივთს სამკურნალო ძალა ანდა მფარველის თვისებები მიეწერებოდა.  
  
ეთნოგრაფიულ ყოფაში ავგაროზებად იმ ნივთებს იყენებდნენ, რაშიც [[ლოცვა|ლოცვები]] თუ ჯადოსნური სიტყვები იყო ჩაწერილი, შესაძლოა – ჩა- მაგრებულიც. ტერმინი „ავგაროზი” [[იესო ქრისტე]]ს [[აპოკრიფული ლიტერატურა|აპოკრიფული წერილები]]ს ადრესატს ედესის მმართველ ავგაროზს უკავშირდებოდა. ძველად ნაწყვეტებს ამ წერილებიდან ქაღალდზე დაწერდნენ, ოთხად მოკეცავდნენ და ახალუხის სახელოსთან მიიკერებდნენ. დღემდე, ზოგიერთი მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანი ავგაროზს ლოცვებთან ერთად ყოველთვის თან ატარებდა, რათა ხილული და უხილავი მტრისაგან და ყოველგვარი გრძნეულობათაგან თავი დაეცვა. ავგაროზი ნაჭერში ანდა ტყავში გახვეული შელოცვების, [[მაგია|მაგიური]] ფორმულებისა და ლოცვების ტექსტებსაც წარმოადგენდა.  
 
მიმდინარე ცვლილება 14:59, 28 იანვარი 2020 მდგომარეობით

თვალის მძივი

თვალის მძივი – თვალის მძივს: ავგაროზს, ამულეტს, საკრალურ ნივთს სამკურნალო ძალა ანდა მფარველის თვისებები მიეწერებოდა.

ეთნოგრაფიულ ყოფაში ავგაროზებად იმ ნივთებს იყენებდნენ, რაშიც ლოცვები თუ ჯადოსნური სიტყვები იყო ჩაწერილი, შესაძლოა – ჩა- მაგრებულიც. ტერმინი „ავგაროზი” იესო ქრისტეს აპოკრიფული წერილების ადრესატს ედესის მმართველ ავგაროზს უკავშირდებოდა. ძველად ნაწყვეტებს ამ წერილებიდან ქაღალდზე დაწერდნენ, ოთხად მოკეცავდნენ და ახალუხის სახელოსთან მიიკერებდნენ. დღემდე, ზოგიერთი მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანი ავგაროზს ლოცვებთან ერთად ყოველთვის თან ატარებდა, რათა ხილული და უხილავი მტრისაგან და ყოველგვარი გრძნეულობათაგან თავი დაეცვა. ავგაროზი ნაჭერში ანდა ტყავში გახვეული შელოცვების, მაგიური ფორმულებისა და ლოცვების ტექსტებსაც წარმოადგენდა.

ხალხის რწმენით, დაცვითი ფუნქციის გარდა მათ განკურნების ძალაც მიენიჭებოდა. ეს რწმენა იმდენად ძლიერი იყო, რომ კავკასიაში მცხოვრებ ხალხებს არც სარწმუნოებრივი და არც ენობრივი სხვაობა არ უშლიდა ხელს ერთმანეთის ავგაროზები გამოეყენებინათ. ცნობილია, რომ სვანებს ბალყარეთიდან გადმოჰქონდათ ტყავის ბუდეში ჩასმული შესალოცი ქაღალდი „დუა” და ავი თვალისაგან დაცვის მიზნით კისერზე იკიდებდნენ ანდა ტანსაცმელზე იკერებდნენ. ბორჩალოელი თათრები განკურნების მიზნით ქართულ ლოცვა-ჩაკერებულ ავგაროზს ატარებდნენ. აჭარაში ამულეტებისა და ავგაროზების სიაში სხვადასხვა ტიპის მძივები და ავი თვალისაგან თუ დემონური და ეშმაკისეული ძალებისაგან თავდასაცავი საგნები ხვდებოდა. ასეთი ამულეტებითა და ავგაროზებით, ძირითადად, ბავშვის აკვანი იმკობოდა. აკვანს ავი თვალის საწინააღმდეგო ნიჟარას, ალიყურსა და სათვალოებს – ჩიტის ძვლებს, თევზის ბადის ნაჭერს, ნაჭდევიან მძივებს, თხუნელის გამჭკნარ ფეხს შეაბამდნენ, მაგრამ უმეტესად აკვანს ავგაროზებსა და ამულეტებს აბამდნენ, ბიჭის აკვანს ლურჯ მძივებს უკეთებდნენ, საბანიც ამავე ფერის უნდა ყოფილიყო, გოგოს აკვანს კი – წითელი მძივებითა და წითელი საბნით გააწყობდნენ.

[რედაქტირება] ლიტერატურა

ვარშალომიძე, 1987:81-84; ქართული მატერიალური კულტურის... 2011:22.

[რედაქტირება] წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები