კანადა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:37, 6 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კანადის დროშა

კანადა- (Canada) სახელმწიფო ჩრდილოეთ ამერიკაში. უჭირავს ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის ნაწილი მიმდებარე კუნძულებით. ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანე, სამხრეთ-დასავლეთით – წყნარი ოკეანე და სამხრეთ-აღმოსავლეთით – ატლანტის ოკეანე.

ფართობი 9976, ათ. კმ2.

მოსახლეობა - 33,8 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენები – ინგლისური, ფრანგული.

დედაქალაქი - ქ. ოტავა.

ადმინისტრაციულად იყოფა 10 პროვინციად და 3 ტერიტორიად.

კანადა ფედერალური სახელმწიფოა და შედის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობის შემადგენლობაში.

სახელმწიფოს მეთაურია ბრიტანეთის მონარქი, წარმოდგენილი გენერალ-გუბერნატორით. საკანონმდებლო ორგანო' – ორპალატიანი პარლამენტი, აღმასრულებელი – მთავრობა.

დამოუკიდებელი სახელმწიფოა 1931 წლიდან, ნატოს წევრი ქვეყანაა.

სამრეწველო წარმოების მიხედვით შედის მსოფლიოს 10 ყველაზე განვითარებული ქვეყნების რიგში, კანადა ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა. მოწინავე ადგილი უჭირავს მინერალური მასალების წარმოებისა და ექსპორტის მიხედვით (ნიკელი, ალუმინი, ტყვია, ურანი, ბრინჯაო, ოქრო, რკინის მადანი, ნავთობი, გაზი, ქვანახშირი, და სხვა). განვითარებულია მანქანათმშენებლობა (ავტომობილების, თვითმფრინავების, ელექტროტექნიკური, რადიოელექტრონული, სამრეწველო აღჭურვილობის, სასოფლოსამეურნეო მანქანების), ხის დამამუშავებელი, ცელულოზა-ქაღალდის, ქიმიური და ნავთობპროდუქტების, საკვები პროდუქტების და სხვათა წარმოება. სოფლის მეურნეობა მთლიანად აკმაყოფილებს ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებს და არის მსოფლიოს მოწინავე ექსპორტიორი.

კანადა ნატოს ქვეყნებისთვის იარაღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმწოდებელია.

ძირითადი საზღვაო პორტებია: ვანკუვერი, სეტ-ილი, მონრეალი, ჰალიფაქსი და კვებეკი.

საერთაშორისო აეროპორტებია: მირაბელი (მონრეალი), აპლეიდსი (ოტავა), ტორონტო, ვანკუვერი.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 66,5 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 34,7 ათ., სამხედრო-საჰაერო ძალები 19,9 ათ., სამხედრო-საზღვაო ძალები 11,9 ათ. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებული პირებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები