ტიმპანები (მუსიკალური საკრავი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:35, 10 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტიმპანები

ტიმპანები - (ბერძ. τύμπανον, ლათ. tympanum), საორკესტრო საკრავი, რომელიც წამყვან ფუნქციას ასრულებს დასარტყამ საკრავთა ჯგუფში; სიმფონიურ ორკესტრში ჩვეულებრივ 2 ტიმპანია, ამიტომ მუსიკალურ ყოფაში არ ხმარობენ სიტყვა „ტიმპანს“ მხოლობით რიცხვში. ორივე ტიმპანზე ერთი შემსრულებელი უკრავს. ტიმპანები ნოტირებულია ბანის გასაღებში. ორივე ტიმპანის ბგერა ჩვეულებრივ აწყობილია წმინდა კვარტით ან კვინტით. რიტმული დარტყმების გარდა ტიმპანებზე კარგად გამოდის „ტრემოლო“ , ტიმპანებიდან შეიძლება მიღებულ იქნეს სხვადასხვა სიძლიერის ბგერები ოდნავ გასაგონი პიანისიმოდან გამაყრუებელ ფორტისიმომდე.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები